"ეს შენ­თ­ვი­საა, სა­ქარ­თ­ვე­ლო!"

AutoSharing Option
"ეს შენ­თ­ვი­საა, სა­ქარ­თ­ვე­ლოვ!" - და­წე­რა ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ამ თა­ვის "ფე­ის­ბუქ­ზე", NBA-ის ჩემ­პი­ო­ნო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ.

NBA? ჩემ­პი­ო­ნო­ბა? დი­ახ, ასეა - ქარ­თ­ველ­მა კაც­მა, თა­ვი­სი შრო­მით, ჟი­ნით, ბრძო­ლით სა­კა­ლათ­ბურ­თო ევე­რესტს, NBA-ს მწვერ­ვალს მი­აღ­წია.

- ზაზა ფაჩულია: საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!
- ისტორია დაწერილია - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია! [VIDEO+PHOTO]

ზა­ზას "გოლ­დენ სტე­იტ უორი­ორ­ს­მა" ფი­ნა­ლუ­რი სე­რი­ის მე­ხუ­თე მატ­ჩ­ში "კლივ­ლენდ კა­ვა­ლი­ერ­სი" 126:120 და­ა­მარ­ცხა.

"კავ­სი" მე­ფე ლებ­რონ ჯე­იმ­სის გუნ­დია. იგი შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი იყო - 41 ქუ­ლა ჩა­აგ­დო. რო­ცა ჯე­იმ­სი ამ­დენს აგ­რო­ვებს, გა­მარ­ჯ­ვე­ბა­საც არა­ვის ანე­ბებს. ბოლოს გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო,
რად­გან ლებ­რო­ნი კი­დევ უფ­რო დიდ გუნდს, "გოლ­დენ სტე­იტს" შეხ­ვ­და. ეს თა­ვად ჯე­იმ­ს­მა თქვა: რო­დე­საც "კლივ­ლენ­დი" კარ­გად თა­მა­შობს მაგ­რამ მა­ინც აგებს, ე. ი. დიდ გუნდს ეთა­მა­შე­ბაო...

სტეფ კა­რი­ზე ამ­ბო­ბენ, სამ­ქუ­ლი­ა­ნე­ბის ჩაგ­დე­ბის მე­ტი არა­ფე­რი იცი­სო. მან კი ფარქ­ვეშ ისე­თი სლა­ლო­მე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, სამ­თო მოთხი­ლა­მუ­რე­ებს შე­შურ­დე­ბო­დათ (34 ქუ­ლა, 10 პა­სი).

დრე­ი­მონდ გრინ­ზე ამ­ბო­ბენ, ემო­ცი­ე­ბის მო­თოკ­ვა უჭირს და გუნდს გა­დამ­წყ­ვეტ მო­მენ­ტ­ში ღა­ლა­ტობ­სო. გრინ­მა სუ­პერდა­ძა­ბულ ორ­თაბ­რ­ძო­ლა­ში ძა­ლი­ან მშვი­დად მო­აგ­რო­ვა 10 ქუ­ლა, 12 მოხ­ს­ნა, 5 პა­სი.

კლეი ტომ­პ­სონ­ზე ამ­ბო­ბენ, თუ სრო­ლა არ წა­უ­ვი­და, არა­ფე­რი გა­მოს­დი­სო. სრო­ლა თუ არა, დაც­ვა ისე­თი გა­მო­უ­ვი­და, NBA-ის ჩემ­პი­ონს რომ შეშ­ვე­ნის.

ან­დ­რე იგუ­ო­და­ლა­ზე ამ­ბო­ბენ კა­რი­სა და სხვა ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის ჩრდილ­ში მო­ექ­ცაო. რო­ცა სა­ჭი­როა, ეფექ­ტუ­რა­დაც ტე­ნის, ლებ­რონ ჯე­იმ­ს­საც უფა­რებს და სამ­ქუ­ლი­ა­ნებ­საც აგ­დებს. ბოლო შეხ­ვე­დრა­ში იგუ­ო­და­ლამ კი­დევ უამ­რა­ვი სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნა "უორი­ორსს" და გა­მარ­ჯ­ვე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი იყო.

კე­ვინ დუ­რან­ტ­ზე ამ­ბო­ბენ, ლე­ბრ­ო­ნო­ბამ­დე ჯერ კი­დევ უკ­ლიაო. 2 ქუ­ლა ახ­ლაც და­აკ­ლ­და -ჯე­იმ­ს­მა 41 ჩა­აგ­დო, დუ­რან­ტ­მა - 39, მაგ­რამ ლებ­რო­ნი ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, დუ­რან­ტი - ჩემ­პი­ო­ნი.

ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ა­ზე ამ­ბო­ბენ, თა­ნა­გუნ­დე­ლებს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვო­ბა­ში ვერ უტოლ­დე­ბაო. ახა­ლი ამ­ბა­ვი! ზა­ზას არ სჭირ­დე­ბა სუპ­ერ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის სტ­ა­ტუ­სი, მის­თ­ვის საკ­მა­რი­სია მე­ტო­ქის ცენ­ტ­რის თა­მა­ში­დან გა­მო­თიშ­ვა, კა­რის­თ­ვის სამ­ქუ­ლი­ა­ნის­თ­ვის სა­ჭი­რო ბლო­კის და­ყე­ნე­ბა, ფარ­ქ­ვეშ შე­სუ­ლი დუ­რან­ტისთვს მე­ტო­ქის ჩა­მო­ცი­ლე­ბა, ტომ­პ­სო­ნის­თის სა­სამ­ქუ­ლი­ა­ნე პა­სის გა­და­ცე­მა...

სე­ზო­ნის ბო­ლო მატ­ჩ­ში ზა­ზა ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი იყო, მე­ტო­ქის ფარ­ზე ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ბურ­თი სამ­ჯერ მოხ­ს­ნა, თუმ­ცა მე­სა­მე პე­რი­ოდ­ში მსა­ჯე­ბის­გან, ალ­ბათ ზედ­მე­ტი მონ­დო­მე­ბის­თ­ვის, ფო­ლე­ბი წყვი­ლად მი­ი­ღო და მწვრთნელ­მაც მა­ლე­ვე შეც­ვა­ლა.

- თუ ფეხმძიმედ ხართ, უნდა იცოდეთ, რომ... როგორ "კბენენ" ამერიკაში ზაზა ფაჩულიას

დე­ვიდ ვეს­ტ­ზე ამ­ბო­ბენ, ჩემ­პი­ო­ნო­ბის ხათ­რით "გოლ­დენ სტე­იტ­ში" გა­დას­ვ­ლას მი­ნი­მა­ლურ ხელ­ფას­ზე და­თან­ხ­მ­დაო. ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი!

ჯა­ვალ მაკ­გი­ზე ამ­ბო­ბენ... პატ­რიკ მაკ­ქო­უ­ზე ამ­ბო­ბენ... იან კლარ­კ­ზე ამბო­ბენ... გა­ვა ათ­წ­ლე­უ­ლე­ბი და მათ­ზე მთა­ვარს იტყ­ვი­ან - NBA-ის ჩემ­პი­ო­ნე­ბი არი­ა­ნო.

"გოლ­დენ სტე­იტ­ზე" კი, უკ­ვე ლა­პა­რა­კო­ბენ, რო­გორც დი­ნას­ტი­ა­ზე. ადა­რე­ბენ 60-იანი წლე­ბის "ბოს­ტონს" (ზე­დი­ზედ 8-ჯერ მო­ი­გო ჩემ­პი­ო­ნო­ბა), 80-იანი წლე­ბის "ლე­ი­კერსს" (7-ჯერ ფი­ნალ­ში იყო, 4-ჯერ მო­ი­გო), 90-იანი წლე­ბის "ჩი­კა­გოს" (ექ­ვ­ს­ჯერ მო­ი­პო­ვა პირ­ვე­ლო­ბა)...

"უორი­ორ­ს­ში" მარ­თ­ლაც დი­დი ტა­ლან­ტია შეკ­რე­ბი­ლი, თუმ­ცა ლე­გენ­და­რულ დი­ნას­ტი­ო­ბამ­დე კი­დევ რამ­დე­ნი­მე ტი­ტუ­ლის მო­გე­ბა სჭირ­დე­ბა. "გოლ­დენ სტე­იტ­მა" "ჯერ მხო­ლოდ" ბო­ლო სა­მი ფი­ნა­ლი ითა­მა­შა და ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯ­ვა.

KD - MVP
ფი­ნა­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო კა­ლათ­ბურ­თე­ლის წო­დე­ბა და მშვე­ნი­ე­რი თა­სი კე­ვინ დუ­რანტს ერ­გო.

Sportall.Ge

რო­დე­საც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­კა­ლათ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ის კო­მი­სარ­მა ადამ სილ­ვერ­მა მიკ­რო­ფო­ნი მო­ი­მარ­ჯ­ვა, ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი დუ­რანტს "მი­ა­ჩერ­დ­ნენ", რად­გან მა­თაც კარ­გად "იცოდ­ნენ", ვინ გახ­დე­ბო­და ფი­ნა­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო კა­ლათ­ბურ­თე­ლი.

კე­ვინ დუ­რან­ტი "კლივ­ლენ­დ­თან" მატ­ჩებ­ში 30 და მეტ ქუ­ლას აგ­რო­ვებ­და, რაც მა­ნამ­დე მხო­ლოდ 5 კა­ლათ­ბურ­თელს მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა - ელ­გინ ბე­ი­ლო­რი (1962), რიკ ბე­რის (1967), მა­იკლ ჯორ­დანს (1993), ჰა­კიმ ოლა­ჯო­უნს (1995), შა­კილ ონილს (2000, 2002).

"გოლ­დენ სტე­იტ­ში" რომ გად­მოვ­დი­ო­დი, მჯე­რო­და, რომ მა­ღა­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა შე­მეძ­ლო. ჩე­მი მხრი­დან ვცდი­ლობ­დი, გუნდს მაქ­სი­მა­ლუ­რად დავ­ხ­მა­რე­ბო­დი, თა­ვი არ და­მე­ზო­გა და შე­დე­გიც მო­ვი­დო­და... მად­ლო­ბა!

კი­დევ ერ­თი რე­კორ­დი - შამ­პა­ნუ­რი!
NBA-ის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის მო­გე­ბა "გოლ­დენ სტე­ი­ტის კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­მა კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­თან ერ­თად შამ­პა­ნუ­რე­ბის წვი­მით აღ­ნიშ­ნეს.

Sportall.Ge

გა­მო­ცე­მა "კლაჩ­პო­ინ­ტის" ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მარ­ტი­ვი არით­მე­ტი­კა მო­იშ­ვე­ლი­ეს და და­ად­გი­ნეს, რომ ნა­მატ­ჩევს 180 ათა­სი დო­ლა­რის შამ­პა­ნუ­რი და­ი­ლია. ოკ­ლენ­დე­ლებ­მა გა­მარ­ჯ­ვე­ბა სპეც­წარ­მო­ე­ბის შამ­პა­ნუ­რით (Moot Imperial Golden Luminous Magnum Champagne) "და­ას­ვე­ლეს".

თი­თო ბოთ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1.200 დო­ლა­რია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ