მატჩი, რომელშიც ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს ფინალური სერიის მეხუთე მატჩში, ოკლენდში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა.

ჩემპიონობის მომტან მატჩში ქართველმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 3 მოხსნა (ყველა მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფაჩულიამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა. ორმაგი დუბლი მიითვალა სტეფ კარიმ - 34 ქულა, 10 პასი. 20 ქულა ჰქონდა ანდრე იგუდალას, კლეი ტომპსონმა კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

კევინ დურანტმა 39 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ დურანტი მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა და ამასთან ერთად, ფინალური სერიის
MVP-ის ტიტულიც მიიღო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 41 ქულა ლებრონ ჯეიმსმა ჩააგდო, რასაც 13 მოხსნაც დაამატა. კაირი ირვინგმა კი 26 ქულა მიითვალა.

ზაზა ფაჩულიას მაქსიმალური შედეგი აქამდე პლეი ოფის მეორე რაუნდი, ანუ ლიგის საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა იყო, რომელიც მან 9 წლის წინ "ატლანტა ჰოუქსის" შემადგენლობაში მოახერხა. ზაზამ ძლიერი 2015-16 წლების სეზონი ჩაატარა "დალასში", რის შემდეგაც საჩემპიონოდ მომართულ "გოლდენ სტეიტში" გადავიდა და დღეს მსოფლიოს ყველა კალათბურთელისთვის საოცნებო ნბა-ს საჩემპიონო ბეჭედი მოირგო.

- ისტორია დაწერილია - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია! [VIDEO+PHOTO]
- ზაზა ფაჩულია: საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავ ზაზა ულოცავ საქარტველოს
შოთა გუგეშაშვილი
23:37 14-06-2017
0
გილოცავ ზაზ ცემპიონობას.
datka
18:00 13-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული