ზაზა ფაჩულიას შამპერტისთვის საზარდულში ხელის ამორტყმისთვის აღარ დასჯიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკული მედიის ინფორმაციით, NBA-ს ხელმძღვანელობამ ფინალური სერიის მე-4 მატჩის (რომელიც "კლივლენდმა" 137:116 მოიგო) ოთხი ინციდენტი გამოსაძიებლად შეარჩია.

როგორც იუწყებიან, არც ერთი ეპიზოდი არ არის სერიოზული, გარდა ზაზა ფაჩულიასა და იმან შამპერტის ორთაბრძოლისა. წაქცეულმა ზაზამ მეტოქეს ხელი საზარდულში ამოარტყა. ამისთვის ფაჩულიამ მაშინვე მიიღო ტექნიკური ფოლი.

ამერიკული მედია ერთ რამეში თანხმდება - დიდი ალბათობით, ზაზა ფაჩულიას ამ მოქმედებისთვის დამატებით დისკვალიფიკაციით არ დასჯიან და ის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში ითამაშებს.

მატჩი ოკლენდში თბილისის დროით 13 ივნისს, დილის 05:00 სთ-ზე დაიწყება. "გოლდენ სტეიტი" სერიაში
3:1-ს უგებს "კლივლენდ კავალიერსს".

- ზაზა ფაჩულიას ჭიდაობაში ოთხი კლივლენდელიც ვერ მოერია [VIDEO]
- ჩემპიონობა გადაიდო - ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" კლივლენდში წააგეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა სი-ის ხორხოცია, აქ?!(((
dima
00:34 13-06-2017
0
ჰაჰაჰჰაჰჰა :))))
vaxo-s
17:32 12-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული