ზაზა ფაჩულია მწვრთნელმა შეაქო, მაგრამ მედიამ გააკრიტიკა [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს ფინალური სერიის მესამე მატჩში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად 118:113 დაამარცხა "კლივლენდ კავალიერსი" და ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს.

ამ შეხვედრაში ჩვენებური ნაკლებად პროდუქტიული გამოდგა - მან 13 წუთში მხოლოდ თითო მოხსნა და პასი მიითვალა. ჩვენებურმა ყველა სროლა ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა. თუმცა უქულოდ დაასრულა მატჩი მისმა ვიზავი ტრისტან ტომპსონმაც.

ზაზა ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტს" NBA-ს ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებთ [VIDEO]

მატჩის დასრულების შემდეგ "გოლდენ სტეიტის" თავკაცმა სტივ კერმა ფაჩულია მაინც შეაქო:

"ზაზამ კარგად იმუშავა ტანით ტრისტან
ტომპსონთან ორთაბრძოლაში", - განაცხადა კერმა, თუმცა ეს ერთადერთი პოზიტიური გამოხმაურება იყო ამ მატჩში, რომელიც ქართველს ეძღვნებოდა.

ქართველი ცენტრი პირველ მეოთხედში ყველაზე ადრე გამოცვალეს, რადგან ფოლები მალევე მიიღო, ერთხელ კი გარბენიც გააკეთა.

ამერიკული მედია განსაკუთრებით ორ ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას - ერთ-ერთ ეპიზოდში ზაზას მოხსნისთვის ბრძოლა "კლივლენდის" გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა აჯობა, რომელიც გაცილებით დაბალია ჩვენებურზე, მაგრამ მაინც უფრო მაღლა ახტა.

მეორე ეპიზოდი მანამდე მოხდა - ზაზამ 6 ფუტის მანძილიდან, ხელსაყრელი სიტუაციიდან ფარს ვერ მიაღწია ბურთი და მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა შეტევა მაინც ჩაგდებით დაგვირგვინდა, ფაჩულიას ჯარიმის გამო 2 ქულა არ ჩაითვალა.

ზაზა ფაჩულია ფარს აცილებს და ჯარიმდება
Sportall.Ge

sbnation.com-მა ამ ეპიზოდზე დაწერა: "შესაძლოა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდად სანახავი სროლა იყო, რომელიც თქვენ კალათბურთის მატჩზე გინახავთ".

ვიდეო "ტვიტერზე" BusinessInsider-ის სპორტული განყოფილების რედაქტორმა კორკ გეინსმა დადო შემდეგი კომენტარით: "ზაზამ 6 ფუტიდან ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი ფოლიც მიიღო. როგორ შეიძლება ამ კალათბურთელს "უორიორსის" მაისურა ეცვას?".
მკითხველის კომენტარები / 29 /
სადაც რიკ ფოქსს, ლეიკერსიდან, აქვს ბეჭედი ზაზამ რა დააშავა, მაგრამ კარლ მელოუნი მართლა ცოდოა..
avimusaifi
00:50 10-06-2017
0
ბაზარი არაა რო არ სჭირდებოდეთ არ ათამაშებდნენ უდაოდ სასრგებლოა მაგაზე არ ვკამათობ,მაგრამ დურანტზე, ქერიზე, ტომპსონზე, გრინზე, მაკგიზე, ლებრონზე, ირვინგზე, ლავზე, ტრისტანაზე, სუსტი როა მაგის თქმა მინდა თუ არ არის?
sagol zaza ar danebde-ს-s
16:03 09-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული