ზაზა ფაჩულია NBA-ს ფინალისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება

AutoSharing Option
Rotoworld.com-ის ინფორმაციით, ზაზა ფაჩულიამ განაცხადა, რომ ის NBA-ს ფინალისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

ზაზამ "სან ანტონიოსთან" მესამე და მეოთხე მატჩები გამოტოვა ფეხის ტრავმის გამო. ახლა ჩვენებურს 9 დღე აქვს დასვენებისთვის და სრულყოფილად მომზადებისთვის.

დიდი ალბათობით, ფაჩულია ფინალის პირველი მატჩისთვის დაიბრუნებს "გოლდენ სტეიტის" სასტარტოში ადგილს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ არ არის გარკვეული "გოლდენ სტეიტის" მეტოქე ფინალში, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში "კლივლენდი" "ბოსტონს" 3:1 უგებს სერიაში.
ასევე დაგაინტერესებთ