თორნიკე შნეგელიას 13 ქულა და "ბასკონიას" პირველი გამარჯვება პლეი ოფში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფი გამარჯვებით გახსნა, რაშიც თორნიკე შენგელიას წილი სოლიდურია.

ბასკურმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში "გრან კანარიას" უმასპინძლა და 71:59 დაამარცხა.

შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21:58 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რითაც ის მხოლოდ ადამ ჰანგას (26) ჩამორჩა. უნგრელმა
ლეგიონერმა 17 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

მეოთხედფინალური სერია 2 გამარჯვებამდეა და თუკი ბასკონიელები 25 მაისს გრან კანარიასთნ" სტუმრადაც იმარჯვებენ, ნახევარფინალში გავლენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული