"ტვიტერზე" ზაზა ფაჩულიას "სან ანტონიოს" განრისხებულმა ფანებმა შეუტიეს [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიასა და კავაი ლეონარდის ინციდენტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ თავად ზაზა და დაზარალებული ლეონარდიც ადასტურებენ, რომ ქართველს მეტოქისთვის ტრავმა ძალით არ მიუყენებია, "ტვიტერზე" ფაჩულიაზე განრისხებული ფანების ნამდვილი შეტევა განხორციელდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვნახოთ, რას წერენ ფაჩულიას მოქმედებით აღშფოთებული ფანები:

"ეს არის "გოლდენ სტეიტის" მე-11 სერია პლეი ოფში ბოლო სამ წელიწადში და 9 შემთხვევაში მეტოქეს ერთი სტარტერი მაინც დაუმტვრიეს".

"ზაზა ფაჩულია მატჩის MVP, 11 ქულა, 9 მოხსნა, 47 უკანონო "სქრინი" და კავაის გაუვნებელყოფა".

"ზაზა ფაჩულია "უორიორსიდან" ჩემს პატივისცემას არ
იმსახურებს, მან სპეციალურად დაუტოვა ფეხი კავაის, რომ მას ტრავმა მიეღო".

"ზაზა ფაჩულიას ერთადერთი სარგებელი "უორიორსში" უკანანო "სქრინების" დაყენებაა".

"რამდენჯერ შეიძლება ზაზა ფაჩულიამ უკანონო "სქრინები" დააყენოს, მსაჯები ბრმები ხომ არ არიან".

"დაივიწყეთ დრეიმონდი, ზაზა ფაჩულია არის ყველაზე უხეში მოთამაშე პლეი ოფებში - უკანონო "სქრინები", ხელის კვრა..."

"ზაზა ფაჩულია არა მარტო უნდა გაეძევებინათ, უნდა დაეჯარიმებინათ, დისკვალიფიკაცია მიეცათ და ეცემათ კიდევაც ამისთვის".

"არ ვიდარდებ, ზაზა ფაჩულიამ ისეთი ტრავმა რომ მიიღოს, რომ კარიერა ვეღარ გააგრძელოს".

"ზაზა ფაჩულია წლის ყველაზე "ბინძური" მოთამაშეა".

"როცა "სან ანტონიოს" ვარსკვლავები ჯანზე არიან, ეს გუნდი სჯობს "გოლდენ სტეიტს", მაგრამ შემდეგ გამოჩნდება ზაზა ფაჩულიასავით უხეში მოთამაშე და შეიძლება სეზონი დაუნგრიოს გუნდს. ის უნდა დასაჯონ".

- კავაი ლეონარდი: არა მგონია, რომ ზაზამ ტრავმა ძალით მომაყენა
- ზაზა ფაჩულია: ძალით მივაყენე ტრავმა ლეონარდს? რა სისულელეა! [VIDEO]
- "სპურსთან" 25-ს რომ ამოქაჩავ - ზაზა ფაჩულიამ ისტორია დაწერა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 14 /
ზაზას შეშინება ასე ადვილი გგონიათ?ნახეთ უფრო მაგრად ითამაშებს.
სოსო
15:50 16-05-2017
0
ზაზამ ფეხი სად დაუდო ვერ შევამჩნიე ასჯერ მაინც გადავახვიე მთავარია სიმშვდე შენარჩუნოს და ჩემპიონის ბეჭედი.
zazas
15:41 16-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული