ზაზა ფაჩულიას 7 ქულა და "გოლდენ სტეიტის" მესამე მოგება "იუტასთან" სერიაში [VDIEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" გასვლითი მატჩიც მოუგო "იუტა ჯაზს" და დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში 3:0 დაწინაურდა.

წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად გვარიანად გაუჭირდათ ოკლენდელებს, თუმცა დასკვნითი პერიოდში სტუმრებმა იძალეს და საბოლოოდ 102:91 გაიმარჯვეს.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 12 წუთი გაატარა. ფაჩულიამ საკმაოდ შედეგიანად ითამაშა: 5-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საბოლოოდ 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი
და 1 დაფარება მიითვალა.
იხილეთ ვიდეო; ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები იუტასთან
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტს" 38 ქულით და 13 მოხსნით კევინ დურანტმა ულიდერა. 23 ქულა ჩააგდო სტეფ კარიმ, ხოლო სასტარტო ხუთულის დანარჩნი წევრებმა - კლეი ტომპსონმა და დრეიმონდ გრინმა 10-ქულიან ზღვარს ვერ უწიეს. გრინმა 9 ქულა მიითვალა, ტომპსონმა კი - 6. "იუტაში" 29 ქულით საუკეთსო იყო გორდან ჰეივორდი, ხოლო რუდი გობერმა 21 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.
იხილეთ ვიდეო: იუტა-გოლდენ სტეიტი 91:102
Sportall.Ge

სერიის შემდეგი მატჩი 9 მაისს, კვლავ სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართბა, რომელიც, თუ "გოლდენ სტეიტმა" მოიგო, სერიის უკანასკნელი შეხვედრა აღმოჩნდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტროლი ჯმაოცა ხარ და მსქროლავ ჯმაოზეს უარესიც, ეს ალანი არ ისვენებს არანაირად.
Tanto-s ავტორს
21:43 07-05-2017
0
Getankhmebi jmao yvelafershi
Tanto-s
20:59 07-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული