ზაზა ფაჩულია: მეორე მატჩში უკეთ ვითამაშებთ

AutoSharing Option
NBA-ს პლეი ოფის II რაუნდის პირველ თამაშში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "იუტა ჯაზი" 106:94 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა 14 წუთში 10 ქულა ჩააგდო.

ზაზა ფაჩულიას 10 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "იუტასთან" [VIDEO]

მატჩის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ ჟურნალისტებს მცირე კომენტარი მისცა:

"თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეტოქე არ ჩამოგვრჩა. ის ახერხებდა თამაშში დარჩენას. "იუტა" ბრწყინვალედ თამაშობს, მისი დამარცხება ძნელია, ის გამართულად და ორგანიზებულად თამაშობს. ჩვენ მეტოქეს დიდი პატივისცემით ვეპყრობით.

ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში არ გვითამაშია და ამიტომ ძალიან გახარებულნი ვართ ამ გამარჯვებით,
მაგრამ მოშვება არ შეიძლება. "იუტა" ისეთი გუნდია, რომ ამის გამო დაგვსჯის.

საერთო ჯამში, თამაში ჩვენთვის ურიგო არ გამოდგა, მაგრამ მიღწეულით კმაყოფილები არა ვართ, უნდა მოვუმატოთ. იმედი მაქვს, რომ მეორე მატჩში უკეთ ვითამაშებთ", - განაცხადა ჩვენებურმა.

ფაჩულიას სტივენ კერის შესახებაც ჰკითხეს, რომელიც კვლავ ვერ ხელმძღვანელობს "გოლდენ სტეიტს":

"მის შესახებ სულ ვსაუბრობთ. როცა ოჯახში ტკივილია, ეს ყველასთვის სამწუხარო და გადამდებია. სტივი ძალიან კარგი ადამიანი და მეგობარია. ვიცი, რომ მას სურს, ჩვენთან ერთად იყოს, მაგრამ ახლა კალათბურთი მეორე პლანზეა გადასული, პირველი ჯანმრთელობაა. იმედია, რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდება".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესენი უმწვრთნელოდაც მაგრები არიან))
შოთა
09:42 04-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული