ზაზა ფაჩულიას დამატება "უორიორსის" გენერალური მენეჯერის 10 საუკეთესო სვლაში შეიყვანეს

AutoSharing Option
The Mercury News-მა "გოლდენ სტეიტ უორიორსის" გენერალური მენეჯერის, ბობ მაიერსის ათი საუკეთესო სვლა გამოაქვეყნა.

მერვე ნომრად სიაში ზაზა ფაჩულიას დამატებაა ამ სეზონის წინ.

"ზაზა ფაჩულია პირველი "მაღალია", რომელიც მაიერსმა დაიმატა ყველა იმის საკომპენსაციოდ, რასაც მოედანზე ენდრიუ ბოგუტი აკეთებდა. ფაჩულიას თამაში ერთი შეხედვით არ არის მიმზიდველი, მაგრამ, როგორც ვესტმა, მანაც კარგად იცის თავისი როლი გუნდში.

ეს როლი კი ბევრი შავი სამუშაოს შესრულებაა სასტარტო ხუთეულში - "სქრინების" დაყენება, ფიზიკური თამაში ფარქვეშ, იოლი სასროლი სიტუაციის გამონახვის მცდელობები. ფაჩულია ბოლომდე იბრძვის დაკარგული ბურთებისთვის. ეს
ყველაფერი კი მას გუნდელთა ფავორიტად აქცევს, ზოგიერთი ფანატისგან განსხვავებით, რომლებიც მისი თამაშის დეტალებს ვერ წვდებიან", - წერს გამოცემა.

სტატიას გამოკითხვაც ერთვის: ფანების 0,94% მიიჩნევს, რომ საუკეთესო სვლა ბობ მაიერსის გენერალური მენეჯერობის პერიოდში სწორედ ფაჩულიას დამატებაა.

პირველ ადგილზეა ანდრე იგუდალას დამატება და გაყიდვა - 44,7%, მეორეზე - კევინ დურანტის გადაბირება - 43,4%, მესამეზე ჯავალ მაკგის აყვანა - 4,91%.
მკითხველის კომენტარები / 4 /
შესანიშნავი ფილმია ფეოლა.იქ ბონდო დოლაბერიძე თავის შვილს სთავაზობს,არ გინდა გუნდში მეკარედ გათამაშოვო?ბიჭმა იუარა,ნახტომი არ მივარგაო და მაშინ სთქვა ბონდო დოლაბერიძემ,იგივე იპოლიტე ხვიჩიამ. გენიალური ფრაზა;ჰოდა შენც ისე ითამაშე,ნახტომი არ დაგჭირდეს.ეს ფილმი ზაზას რა თქმა უნდა ნანახი აქვს და ეტყობა ეს აზრიც გაითავისა.ნბაში ალბათ ყველა ცენტრი აჯობებს ზაზას ხტუნვაში,მაგრამ სათამაშო ინტელექტით ზაზასთან ახლოს ბევრი ვერ მივა და სწორედ ესაა ზაზას მთავარი იარაღი.
სოსო
10:30 03-05-2017
0
ზაზა ფაჩულია შეიძლება დომინანტი ცენტრი არ არია, მაგრამ სტატისტიკა და უფრო მეტად მისი თამაშის ფუნქციონალური ანალიზი მეტყველებს, რომ ის საიმედო ძლიერი წარმატებული ცენტრია. ღმერთის წყალობით კიდევ გვყავდეს NBA-ში ასე|თი ძლიერი კალათბურთელი.
ვამაყობ
გია
09:39 03-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული