17 წლის სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

AutoSharing Option
ამერიკული მედიის ინფორმაციით, სანდრო მამუკელაშვილმა კარიერის გაგრძელება სეტონ ჰოლის კოლეჯში გადაწყვიტა. სეტონ ჰოლის "პირატები" NCAA-ს I დივიზიონში თამაშობს.

ერთ-ერთი უნიჭიერესი ქართველი კალათბურთელი (რომელსაც ამერიკის მოქალაქეობა აქვს) ამჟამად მონტვერდეს აკადემიის გუნდში თამაშობს. უკვე მარტში გახდა ცნობილი, რომ მამუკელაშვილი 6 კოლეჯის მიწვევას განიხილავდა, მათ შორის იყო "სეტონ ჰოლიც".

დიდი ალბათობით, "სეტონ ჰოლის" ფორვარდი ანხელ დელგადო NBA-ს დრაფტზე დადგება, მამუკელაშვილი კი მის შემცვლელად განიხილება.

სანდრო თავადაც ითვლება NBA-ს კალიბრის კალათბურთელად და მასაც უკავშირებენ მომავალში ეროვნულ საკალათბურთო ლიგას. ის 1999 წელს არის დაბადებული და
მაისში 18 წლის ხდება.

"სეტონ ჰოლში" თავი ისე ვიგრძენი, როგორც სახლში. ძალიან მომეწონა იქაური ატმოსფერო", - უთხრა მამუკელაშვილმა scout.com-ს.

ბოლო კალათბურთელი "სეტო ჰოლიდან", ვინც NBA-ს დრაფტზე აიყვანეს, აიზეა უაითჰიდი იყო 2016 წელს. 2001 წელს ამ გუნდიდან ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში მოხვდნენ სემუელ დეილემბერტი და ედი გრიფინი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სანდროს წინა ინტევიუშო უწერია რომ ბედნიერი იქნება თუ ჩაიცვამს საქართველოს ნაკრების მაისურს.რახან ამერიკაში არის დაბადებული და მოქალაქეა,21 წლამდე არ აქვს მონაწილეობის მიღება საქართველოს ნაკრებში.რეიტინგით2-რე იყო ევროპაში სანამ იტალიაში ტამაშობდა.NBA იტამაშებს აუცილებლად როგორც წერენ ამერიკული გაზეთები(ზობიერთი ბოღმიანის გასაგონად)ყველა პოზიციაზე ძლიერია როგორც ფორვარდი და ასევე დაცვაშიც.წარმატებები სანდრო!!!
nino
14:26 29-04-2017
0
აი ენას რო ძვალი არ აქვს თორემ ნორმალურმა კაცმა შეიძლება სერიოზლად განიხილოს რომ ეს ბიჭი ა.შ.შ ნაკრებში მოხვდება?ნეტა ეიდ კალათბურთი ითამაშოს და საქართველოს იქით გზა არ აქვს
უცნაურ ხალხს
15:43 26-04-2017
1

სიახლეები პოპულარული