ESPN : დურანტის არყოფნაში "გოლდენ სტეიტს" მოგებაში ცენტრები დაეხმარნენ

AutoSharing Option
NBA-ს პლეი ოფის I რაუნდის II მატჩში "გოლდენ სტეიტმა" "პორტლენდს" 110:81 მოუგო, ხოლო ზაზა ფაჩულია გუნდს 10 ქულითა და 4 მოხსნით დაეხმარა.

ზაზა ფაჩულიას 10 ქულა და "გოლდენ სტეიტის" ზედიზედ მეორე გამარჯვება [VIDEO]

"კევინ დურანტის გარეშე მოთამაშე "გოლდენ სტეიტმა" ცენტრის პოზიციიდან მიიღო დახმარება "პორტლენდის" დასამარცხებლად", - წერს ESPN. - "გოლდენ სტეიტმა" კარგად დაიწყო ზაზა ფაჩულიას წყალობით, რომელმაც 8-დან 5 ნასროლი ჩააგდო და გააგრძელა მეტოქის შევიწროება თავისი "მაღლების" წყალობით.

არა
და, ცენტრის პოზიცია ყველაზე სუსტად მოაზრებოდა "უორიორსში" მას მერე, რაც გუნდმა ბოგუტი და ეზელი დათმო, მაგრამ ახალმა ცენტრებმა მოლოდინს გადააჭარბეს.

მართალია, მათ დრეიმონდ გრინიც გვარიანად დაეხმარა ფარზე, მაგრამ მეორე მატჩში ჯავალ მაკგი შეუდარებელი იყო 7-დან 7 ზუსტი სროლით, სამი დაფარებით სულ რაღაც 13 წუთში".

ცენტრებს (ფაჩულია, მაკგი, ვესტი) აქებს mercurynews.com-იც. გამოცემის მტკიცებით, მაკგიმ გადამწყვეტი როლიც კი ითამაშა "გოლდენ სტეიტის" გამარჯვებაში. "მაკგიმ მეოთხედის დასრულებამდე 4:39 წუთით ადრე შეცვალა ზაზა ფაჩულია, რომელსაც ბოლო ხანებში საუკეთესო თამაში ჰქონდა. უკვე 9 წამში მაკგიმ კარის პასით ჩატენა. მაკგი ისეთი ეფექტური იყო, რომ მწვრთნელმა სტივ კერმა ის სტარტერებთან ერთად შეუშვა მეორე მეოთხედში ფაჩულიას ნაცვლად.

პლეი ოფის წინ ცენტრის პოზიცია ყველაზე მეტ კითხვას ბადებდა, რადგან ფაჩულია ბოლოს არაპროდუქტიული იყო. როცა კარგად თამაშობდა, მაშინაც თავისი ლიმიტები აქვს - ზაზა შეტევის ცუდი დამსრულებელია და არ შეუძლია დაფარება.

დევიდ ვესტი ფაჩულიას უკეთესი ვერსიაა, მაგრამ უფრო ასაკოვანი და ნელია. ამ თამაშში ჯავალ მაკგიმ გააჩუმა თავისი კრიტიკოსები დიდებული თამაშით. მთელი სეზონია, რაც მაკგი სენსაციურად პროდუქტიულია გუნდისთვის", - წერს გამოცემა.

როგორც ხედავთ, მედიამ "უორიორსის" ცენტრების თამაში შეაქო, განსაკუთრებით კი, მაკგის გარჯა დააფასა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დურანტი როდემდე ვერ დაეხმარებათ?
mibaba
16:40 20-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული