isportsweb.com: ზაზა ფაჩულია "ლეიკერსში"? ის უფრო ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს აირჩევს

AutoSharing Option
isportsweb.com-ი NBA-ს თავისუფალ აგენტთა ბაზარზე ტოპ-მოთამაშეების სიას გვთავაზობს ცენტრებს შორის.

მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტთან" კონტრაქტი უმთავრდება და ის თავისუფალი აგენტი ხდება.

"ზაფხულის თავისუფალი აგენტების ბაზარზე ცენტრებში დიდი არჩევანი არ არის - ტოპ-მოთამაშეები არიან: ნერნელნს ნოელი, გრეგ მონრო, მეისონ პლამლი, ზაზა ფაჩულია და კელი ოლენიკი. არა გვგონია, რომელიმე გუნდის ფანს სურდეს, რომ რომელიმე მათგანს დიდი კონტრაქტი შესთავაზონ", - წერს საიტი.

საიტი იმის შესაძლებლობასაც განიხილავს, რომ ახალი სეზონიდან ფაჩულია "ლეიკერსში" ვიხილოთ, თუმცა სკეპტიკურადაა განწყობილი: "ფაჩულია ერთწლიანი ვადით კარგი
შენაძენი იქნებოდა, ის შავ სამუშაოს შეასრულებდა და გუნდის ახალგაზრდებსაც დაეხმარებოდა, მაგრამ კარიერის ამ ეტაპზე ის ალბათ, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტში აირჩევს თამაშს".

შეგახსენებთ, რომ ამას წინათ ფაჩულიას "მინესოტას" უკავშირებდნენ.

- gospelherald.com: "მინესოტას" ზაზა ფაჩულიას დამატება სურს