isportsweb.com: ზაზა ფაჩულია "ლეიკერსში"? ის უფრო ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს აირჩევს

AutoSharing Option
isportsweb.com-ი NBA-ს თავისუფალ აგენტთა ბაზარზე ტოპ-მოთამაშეების სიას გვთავაზობს ცენტრებს შორის.

მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტთან" კონტრაქტი უმთავრდება და ის თავისუფალი აგენტი ხდება.

"ზაფხულის თავისუფალი აგენტების ბაზარზე ცენტრებში დიდი არჩევანი არ არის - ტოპ-მოთამაშეები არიან: ნერნელნს ნოელი, გრეგ მონრო, მეისონ პლამლი, ზაზა ფაჩულია და კელი ოლენიკი. არა გვგონია, რომელიმე გუნდის ფანს სურდეს, რომ რომელიმე მათგანს დიდი კონტრაქტი შესთავაზონ", - წერს საიტი.

საიტი იმის შესაძლებლობასაც განიხილავს, რომ ახალი სეზონიდან ფაჩულია "ლეიკერსში" ვიხილოთ, თუმცა სკეპტიკურადაა განწყობილი: "ფაჩულია ერთწლიანი ვადით კარგი
შენაძენი იქნებოდა, ის შავ სამუშაოს შეასრულებდა და გუნდის ახალგაზრდებსაც დაეხმარებოდა, მაგრამ კარიერის ამ ეტაპზე ის ალბათ, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტში აირჩევს თამაშს".

შეგახსენებთ, რომ ამას წინათ ფაჩულიას "მინესოტას" უკავშირებდნენ.

- gospelherald.com: "მინესოტას" ზაზა ფაჩულიას დამატება სურს
მკითხველის კომენტარები / 2 /
პლეიოფების დამთავრების შემდეგ გოლდენიდან რომ მოუწევს წასვლა ას პროცენტიანია, სტატისტიკით მაკგიც და გრინი ბოლო თამაშებში ძალიან ჩაგრავენ, დღევანდელ თამაშში მაკგი საოცარი იყო, სასწაულები გააკეთა.
მომავალ სეზონში სათადარიგო მოთამაშედ კი, არა მგონია დარჩეს?!
0
გუნდის ფანი რა შუაშია დიდ კონტრაქტს შესთავაზებენ თუ პატარას?DD
sabonis
18:19 19-04-2017
0

სიახლეები პოპულარული