ექსპერტები შეცდნენ: ზაზა ფაჩულიამ ენდრიუ ბოგუტი ღირსეულად შეცვალა

AutoSharing Option
canishoopus.com-მა "გოლდენ სტეიტის" ახალწვეულების თამაში შეაფასა NBA-ს რეგულარულ სეზონში და დაასკვნა, რომ ექსპერტთა დიდი ნაწილის შიში არ გამართლდა, როცა ისინი მიიჩნევდნენ, რომ ზაზა ფაჩულია ენდრიუ ბოგუტს სრულფასოვნად ვერ შეცვლიდა.

ქართველმა ცენტრმა ზუსტად იმდენივე მატჩი ითამაშა (82-დან), რამდენიც ავსტრალიელმა ცენტრმა წინა სეზონში - 70. ბოგუტის წუთები ოდნავ მეტი იყო - 1451, ფაჩულიას 1268-ის წინააღმდეგ, თუმცა საშუალოდ სროლების რაოდენობით ზაზამ აჯობა - 4,4, ბოგუტის 4-ის წინააღმდეგ.

"ზაზა ფაჩულია ტრადიციულად ძლიერია დაცვაში თამაშში. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა მან "მილუოკი" დატოვა. მას მერე
გუნდი დაახლოებით 10 ქულით მეტს აგდებინებდა მეტოქეს. დაახლოებით იგივე დაემართა ამ სეზონში "დალასსაც" მას მერე, რაც გუნდი ქართველმა დატოვა.

ის ჭკვიანი დაცვითი სტილის მოთამაშეა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როდის შეუტიოს მეტოქეს და როდის არა. ათლეტიზმში ნაკლოვანებებს ის ხელების, ტანის და ფეხების ჭკვიანური გამოყენებით აბალანსებს.

ის შესაშური ცენტრია იმისთვის, რომ გუნდმა საკმარისად ბევრი წამის განმავლობაში ისე შეუტიოს, რომ არავინ დაარღვიოს სამწამიანის წესი. ისე ჭკვიანურად თამაშობს, პოტენციული ხიფათის აღმოსაფხვრელად ბევრი სირბილი არ უწევს.

შეტევაში ზაზა ალეუპების ოსტატი არ არის, როგორიც ბოგუტი იყო, მაგრამ უკეთესი მსროლელია, როგორც საჯარიმოდან, ისე საშუალო მანძილიდან. უმარტივესი სტატისტიკური მონაცემებითაც კარგად ჩანს, რომ "გოლდენ სტეიტმა" ბოგუტის შემცვლელი იშოვა შესანიშნავ ფასად - 2,3 მილიონ დოლარად", - წერს საიტი. 

ბოგუტი 2015/16 და ფაჩულია 2016/17
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართალია, პატივი უნდა ვცეთ მშობლიურ ენას!
გია-11
17:16 15-04-2017
0
რა საშინელი თავხედობაა, ხომ? ადამიანმა რაღაცის ქართულად დაწერა მოითხოვა. ისე, თქვენი ლოგიკით, ინგლისური სახელმწიფო ენად უნდა გამოვაცხადოთ ალბათ.
არა-ს
05:41 15-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული