ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და მარცხი "იუტასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტმა" პლეი ოფის დაწყებამდე ბოლოსწინა მატჩი გამართა.

უმოტივაციო ოკლენდელები, რომლებმაც კლეი ტომპსონი დაასვენეს და ტრავმამოშუშებულ კევინ დურანტს ფორმაში შესასვლელად ასპარეზი დაუთმეს, "იუტა ჯაზთან" დამარცხდნენ.

თანაბარ ბრძოლაში საბოლოოდ სტუმარმა იუტელებმა 105:99 იმარჯვეს, რითაც საკუთარი სატურნირო ვითარება გაიუმჯობესეს, ხოლო "გოლდენ სტეიტის" ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩა დურანტის მორიგი ორმაგი დუბლით.

40-დღიანი უქმობის შემდეგ ოკლენდელთა სუპერვარსკვლავი მოედანზე 2 დღის წინ ორმაგი დუბლით დაბრუნდა და დღეს "იუტასთან" იგივე გაიმეორა. დურანტმა 33 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და
მისთვის საშუალოდ გამოყოფილ დროზე მეტხანს ითამაშა ზაზა ფაჩულიამ. ოკლენდელთა ქართველმა ცენტრმა 25 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 4-ჯერ დაკარგა, რაც მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა. "გოლდენ სტეიტში" 28 ქულით საუკეთესო იყო სტეფ კარი, ხოლო ოკლენდელთა სათადარიგო ცენტრმა ჯავალ მაკგიმ 15 წუთში 11 ქულა მოაგროვა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი - იუტა 99:105
Sportall.Ge

66 მოგებითა და 15 მარცხით "გოლდენ სტეიტი" პირველ ადგილზეა და ასე დარჩება 13 აპრილის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 82-ე მატჩის შემდეგაც.

ოკლენდს "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" ესტუმრება და ეს იქნება მორიგი სარეპეტიციო მატჩი პლეი ოფის წინ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
როდესაც მესამე პირიდან წერ, აზრები მაინც შეცვალე რომ არ გიცნონ. თან კიდევ ერთხელ გიმეორებ, ნერვებს გაუფრთხილდი დუ დუ უუუუ.
სწორს გეუბნებიან ბოღმა თავი რომ გაიგიჟე-ს
13:18 12-04-2017
0
სწორს გეუბნებიან ბოღმა თავი რომ გაიგიჟე.
ზაზამ და გოლდენ სტეიტმა წააგოო ეგრე რომ დაეწერათ ეგ უფრო გაგისწორდებოდა არა?
golden state champion!!!!!!!!!
18:56 11-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული