მამის დღე - გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის ფოტოები ანდორულ გაზეთში

AutoSharing Option
19 მარტი, კათოლიკური კალენდრით, წმინდა იოსების დღეა. სწორედ 19-ში აღნიშნავენ კათოლიკურ ევროპაში მამის დღეს.

ამასთან დაკავშირებით ანდორულ გაზეთში გამოქვეყნდა პუბლიკაცია "ანდორას" კალათბურთელების მამებზე. მას გიორგი შერმადინისა და მამამისის, ავთოს ფოტო დაურთეს.

"შერმადინების ფოტოდანაც კარგად ჩანს, რომ ადამიანის ჩამოყალიბებაში გენებს დიდი მნიშვნელობა აქვს. გიორგი მამამისივით გოლიათია", - ვკითხულობთ "ანდორას" ოფიციალურ ვებგვერდზე.

- სხვა სურათი ვერ ვნახე და ანდორელ ჟურნალისტებს ეს მივეცი, - დასძინა გიორგი შერმადინმა.

ბექა ბურჯანაძისა და მამამისის, თემურის ფოტოს გვერდით კი ეს წერია:

"ქართველმა "გლადიატორმა" მამა რომ დაკარგა, ძალიან
ახალგაზრდა იყო. ბექას თავისი ისტორია არაერთ ინტერვიუში აქვს მოთხრობილი და ყოველთვის ამბობს, რომ მამის ხსოვნა მუდამ თან სდევს."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული