თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და მოგება "ბამბერგთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ მეორე მატჩია, თორნიკე შენგელია "ბასკონიას" სასტარტო ხუთეულშია და ორჯერვე შედეგიანობით გამოირჩა.

ტრავმის მოშუშების შემდეგ შენგელია პირველად 5 დღის წინ, ცსკა-სთან საევროლიგო მატჩში გამოჩნდა სასტარტოში და თავის გუნდს ევროპის გრანდი დაამარცხებინა. წუხელ კი შენგელიამ "ბასკონიას" ისევ ევროლიგის მატჩში ულიდერა - ვიტორიულმა გუნდმა მორიგი გამარჯვება გერმანიაში, "ბამბერგთან" იზეიმა - 96:71.

თორნიკემ 24:49 წუთში 16 ქულა, 12 მოხსნა (4 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 12-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის
წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფორვარდმა ორმაგი დუბლი პირველ ტაიმშივე შეასრულა, მისი სარგებლიანობის კოფიციენტი კი 22-ს გაუტოლდა, რითაც ის ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ჩეიზ ბადინგერს ჩამორჩა. "ბასკონიას" ამერიკელმა ლეგიონერმა თამაში 17 ქულით, 5 მოხსნით, 3 პასითა და 2 ჩაჭრით დაასრულა.

შენგელიას გუნდს 16 მოგება და 11 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი,უკვე 23 მარტს, შინ, ათენის "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული