თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია გასული კვირის ევროლიგის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის 26-ე ტურში შენგელიას "ბასკონიამ" მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერ მოსკოვის ცსკა-ს 79:78 სძლია, შენგელია კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

თორნიკე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:30 წუთში 9 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 24-ს გაუტოლდა.

- თორნიკე შენგელიამ "ბასკონიას" მოსკოვის ცსკა-სთან მოგებულ მატჩში ულიდერა [VIDEO]

შენგელიას გარდა, ტურის სიმბოლურ ხუთეულში შევიდნენ: ჯეისონ გრეინჯერი ("ეფესი", თურქეთი), კრის სინგლტონი ("პანათინაიკოსი",
საბერძნეთი), ვლადიმირ მიკოვი ("გალათასარაი", თურქეთი) და ბობი დიქსონი ("ფენერბაჰჩე", თურქეთი).

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
http://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/legionerebi/102317-thornike-shengeliam-qbaskoniasq-moskovis-cska-sthan-mogebul-matchshi-ulidera-videogalerea.html
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული