ალბათ, ეს არ იყო ჭკვიანური საქციელი... რამ გაამწარა ზაზა ფაჩულია

AutoSharing Option
"ფილადელფიასთან" 106:104 მოგებულ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ საუკეთესოდ ვერ ითამაშა, "გოლდენ სტეიტის" ცენტრმა თამაშიდან ხუთივე ტყორცნა ააცილა, ერთ ეპიზოდში კი ჯავრი სკამზე იყარა, რის გამოც ფეხი კინაღამ დაიზიანა.

- ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" NBA-ში ლიდერობა დაიბრუნეს [VIDEO]

"კიდევ კარგი, ტრავმა არ მიიღო, მაგრამ ამ ინციდენტის გამო მას წვივი გადატყავებული აქვს. მისთვის მძიმე საღამო იყო, მაგრამ NBA-ში ასეთი რამ ყველას ემართება.

ზაზა ძალიან მებრძოლია. როცა გამოდიოდა, გაბრაზებულმა ჯავრი სკამზე იყარა. მახსოვს, მეც ხშირად ვაკეთებდი ამას", - განაცხადა გუნდის თავკაცმა სტივ კერმა.

"უბრალოდ, რეაქცია მქონდა ამ ყველაფერზე. ეს, ალბათ, არ იყო ჭკვიანური საქციელი ჩემი მხრიდან, მაგრამ ერთი მხრივ, კარგი იყო ჩემთვის, ასე გამოვხატე ჩემი უკმაყოფილება თამაშით, თითქოს "გადავიტვირთე".

მოხარული ვარ, რომ მხოლოდ ნაკაწრია წვივზე და მეტი არაფერი. კიდევ კარგი, ენეს კანტერივით ფეხი არ დავიშავე, რომელმაც ასეთი საქციელის გამო ოთხი კვირა გამოტოვა", - განაცხადა ზაზამ გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ.

ფაჩულია თავად არის საკუთარი თამაშით უკმაყოფილო:

"ისე ვერ ვითამაშე, როგორც ვგეგმავდით, მაგრამ ასე ხდება ხოლმე გრძელი სეზონის დროს".
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიურანტის ტრავმის მერე ზაზა ცოტა აჭრილი მეჩვენება,ეტყობა ძალიან განიცდის მაგ ამბავს და დაძაბულია,მაგრამ პლეი ოფებისთვის დიურანტიც გამოჯანმრთელდება და ზაზაც დაწყნარდება.
სოსო
00:39 17-03-2017
0
იმიტომ რომ გულიანია და გულთან მიაქვს ყველაფერი.არ არის ზოგიერთივით პო ხ...ტი.იმიტომაცაა წარმატებული.მე ვამაყობ აქ ამერიკაში იმით,რომ ჩემს ნაკრებს ესეთი კაპიტანი ყავს
კახა ქირი
19:17 16-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული