ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" NBA-ში ლიდერობა დაიბრუნეს [VIDEO]

AutoSharing Option
15 მარტს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" მორიგი გამარჯვება ბრძოლაში მოიპოვა.

კევინ დიურანტის გარეშე ოკლენდელებს თითოეული გამარჯვება ძვირად უჯდებათ და ასე იყო აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ფილადელფიასთან". შეხვედრაში, რომლის უმეტეს დროს "ფილადელფია" იგებდა და რომელშიც ლიდერი 20-ზე მეტჯერ შეიცვალა, გოლდენსტეიტელებმა 106:104 იმარჯვეს.

"გოლდენ სტეიტს" დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ შინაურ კედლებში ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი დაემარცხებინა. ბოლო პერიოდის წინ ოკლენდელები 12 ქულით - 78:90 აგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მოახერხეს მეტოქის გატეხვა, სამიზნე გაისწორეს და მეოთხედის 28:14 მოგებით საბოლოო გამარჯვება გაიფორმეს.

ზაზა
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 12 წუთი დაჰყო. ქართველ ცენტრს თამაშიდან სროლა არ წაუვიდა და 5-ივე ტყორცნა ააცილა. ზაზამ 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 5 მოხსნით, 2 ჩაჭრით, 1 პასით და 1 დაფარებით დაასრულა.

ოკლენდელთაგან 29 ქულით ბომბარდირი გახდა სტეფ კარი, თუმცა უფრო სარგებლიანი დრეიმონდ გრინი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი, 6 დაფარება და 4 ჩაჭრა მიითვალა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-ფილადელფია 106:104
Sportall.Ge

ამ მატჩამდე დასავლეთ კონფერენციას და სრულიად ლიგას 53 მოგებითა და 12 მარცხით 2 ლიდერი ჰყავდა: "გოლდენ სტეიტი" და "სან ანტონიო". დღევანდელი გამარჯვებით ფაჩულიას გუნდი დაწინაურდა. მორიგი მატჩი ოკლენდელებს ხვალ, ისევ შინ, "ორლანდო მეჯიქთან" ელით.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლივლენდი-დეტროიტი 128:96
ბრუკლინი-ოკლაჰომა 104:122
ნიუ იორკი-ინდიანა 87:81
ნიუ ორლეანი-პორტლენდი 100:77

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
კლივლენდი წელსაც უპირობო ფავორტია!!!
musenbezi
14:39 15-03-2017
0
დურანტს როდისთვის ელოდებიან?
ბობ
14:15 15-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული