Bleacher report-ის ვერდიქტი: "გოლდენ სტეიტმა" ზაზა ფაჩულია უნდა შეინარჩუნოს

AutoSharing Option
Bleacher report-მა "გოლდენ სტეიტს" მორიგი ანალიტიკური სტატია მიუძღვნა, რომელშიც გუნდის ის კალათბურთელები შეაფასა, რომლებსაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი უსრულდებათ და თითოეულ მათგანს ვერდიქტი გამოუტანა, ვინ დასატოვებელია, ვინ - გასაშვები.

ერთი თავი ზაზა ფაჩულიას მიეძღვნა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება:

"როდის დაიჩივლეს ბოლოს "გოლდენ სტეიტის" ფანებმა, რომ ენდრიუ ბოგუტი დაკარგეს? ვფიქრობთ, ეს კარგა ხნის წინათ მოხდა, რაც მისი შემცვლელის, ზაზა ფაჩულიას დამსახურებაა.

მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, რაც ბოგუტს შეეძლო. მართალია, ფარს ავსტრალიელი უკეთ იცავდა, მაგრამ ფაჩულია მეტს აგდებს. ბოგუტთან ერთად "გოლდენ
სტეიტის" მაჩვენებელი +14,2 იყო, ზაზასთან ერთად +18,5.

რეალური პლუს-მინუსის სტატისტიკის მიხედვით, ზაზა ფაჩულია ლიგაში მეორე ადგილზეა ცენტრებს შორის - 4,02 მაჩვენებლით. 2015/16 წლების სეზონში ბოგუტი NBA-ში მეოთხე იყო ცენტრებში 3,21 ბალით.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ზაზა ფაჩულია ამ ფუნქციებს საკმაოდ "იაფად" ასრულებს. მისი კონტრაქტი 2,89 მილიონის ტოლფასია. მან თავად მიიღო გადაწყვეტილება - გაცილებით უკეთეს კონტრაქტს საჩემპიონო გუნდში თამაში არჩია. როგორც ჩანს, ზაზა ამისთვის ივნისის შემდეგაც მზად არის.

"არ მინდა, რომ სეზონი მალე მორჩეს. როცა ხალხი მეკითხება გეგმებზე, ვპასუხობ, რომ არსადაც არ მივდივარ. აქ ვრჩები, ივნისის შემდეგაც", - უთხრა ამას წინათ ზაზამ San Francisco Chronicle-ს.

თუკი ფაჩულიას პრიორიტეტები არ შეიცვლება, "უორიორსის" ხელმძღვანელობამ ზაფხულში ის აუცილებლად უნდა დააბრუნოს. 33 წლის ცენტრი ისეთ ფორმაშია, რომ კიდევ ერთ სეზონს შეძლებს სასტარტოს როლის შესრულებას, სანამ რომელიმე ახალგაზრდა ცენტრი არ იქნება ამისთვის მზად. შემდეგ კი ფაჩულია სხვა გუნდში წავა კარიერის დასასრულებლად.

ჩვენი ვერდიქტი ფაჩულიაზე: უნდა შეინარჩუნონ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული