ზაზამ მაგარი ჩატენა - ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტის" მე-12 მარცხი NBA-ში [VIDEO]

AutoSharing Option
9 მარტს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ბოსტონს" უმასპინძლა და ანგარიშით 86:99 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18:32 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 2 ქულა, 3 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 5-დან მხოლოდ ერთი ორქულიანი ჩააგდო.
ზაზა ფაჩულიას ჩატენვა ბოსტონთან მატჩში
Sportall.Ge

ყველაზე მეტი, 25-25 ქულა კლეი ტომპსონმა და აიზია ტომასმა მოაგროვეს, სტეფ კარიმ 23 ქულა ჩაიწერა აქტივში, დრეიმონდ გრინმა კი 13 ქულა ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-ბოსტონი 86:99
Sportall.Ge

ამ მარცხის
შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 52 მოგების წილ 12 წაგება დაუგროვდა, თუმცა NBA-ში კვლავ ლიდერობს.

მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 11 მარტს სტუმრად "მინესოტასთან", ჩვენი დროით 05:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ორლანდო-ჩიკაგო 98:91
ატლანტა-ბრუკლინი 110:105
მაიამი-შარლოტი 108:101
ჰიუსტონი-იუტა 108:115
ინდიანა-დეტროიტი 115:98
მილუოკი-ნიუ იორკი 104:93
მინესოტა-ლოს ანჯელეს კლიპერსი 107:91
ნიუ ორლეანი-ტორონტო 87:94
სან ანტონიო-საკრამენტო 114:104
დენვერი-ვაშინგტონი 113:123

ასევე დაგაინტერესებთ