ზაზა ფაჩულიას 10 ქულა და გამარჯვება "ნიუ იორკთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ორმატჩიანი მარცხიანი სერიის შემდეგ "გოლდენ სტეიტმა" ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიქსი" დაამარცხა. ზაზა ფააჩულიას გუნდმა მასპინძლებს 112:105 სძლია და NBA-ს ლიდერობა გაიმყარა.

ოკლენდური გუნდის ქართველმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ფაჩულია კვლავ სტაბილური იყო და თამაშიდან განხორციელებული 6 სროლიდან 5 ნიუიორკელთა კალათში მოათავსა. მთლიანობაში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და დაფარება მოაგროვა.
ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები ნიუ იორკთან მატჩში (10ქ)
Sportall.Ge

ოკლენდელთა სასტარტო ხუთეულში ტრავმირებული კევინ დურანტის ადგილი ახალწვეულმა მეტ ბარნსმა
დაიკავა, რომელმაც 19 წუთში 3-3 ქულა-მოხსნა და 2-2 ჩაჭრა-პასი მიითვალა. საუკეთესო შედეგი კი სტეფ კარიმ დააფიქსირა, რომელმაც ამ მატჩში ჩაგდებული 5 სამქულიანის შემდეგ NBA-ს ყველა დროის სამქულიანების საუკეთესო მსროლელთა სიაში მე-10 ადგილიდან ჩონსი ბილაფსი განდევნა. კარიმ საკვანძო მე-3 პერიოდში 15 ქულა ჩააგდო, მთლიანობაში კი შეხვედრა 31 ქულით, 8 მოხსნით და 6 პასით დაასრულა.
იხილეთ ვიდეო: ნიუ იორკი - გოლდენ სტეიტი 105:112
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტს" 51 გამარჯვების წილ 11 მარცხი აქვს და მდევარ "სან ანტონიოს" 3 მოგებით უსწრებს. აღმოსავლური ტურნეს მე-6 მატჩს ოკლენდელები 7 მარტს ატლანტაში, ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდთან გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ