ზაზა ფაჩულია: არავინაა ისე დამწუხრებული, როგორც მე...

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია თანაგუნდელ კევინ დურანტის ტრავმას "ტვიტერზე" გამამხნევებელი წერილით გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ "ვაშინგტონ უიზარდსთან" თამაშში, რომელიც "გოლდენ სტეიტმა" 108:112 წააგო, ფაჩულია გორტატთან ორთაბრძოლაში წაიქცა და უნებურად კევინ დურანტს დაეჯახა.

სამწუხაროდ, "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავის ტრავმა სერიოზულია. ექიმები 4 კვირის შემდეგ შეამოწმებენ მის მდგომარეობას და მაშინ გამოჩნდება, შეძლებს თუ არა იგი რეგულარული სეზონის ბოლო მატჩებში დაბრუნებას.

ზაზა ფაჩულიამ უნებურად ტრავმა თანაგუნდელ კევინ დურანტს მიაყენა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია დურანტის ტრავმაზე: ფიქრობთ, რომ ეს გამიზნულად გავაკეთე?!

"არავინაა ისე დამწუხრებული კევინ
დურანტის ტრავმის გამო, როგორც მე. მაგრამ ის ძალიან მალე უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება. მალე გამოჯანმრთელდი, ჩემო ძმაო", - წერს ფაჩულია "ტვიტერზე". ამ სტატუსს რამდენიმეათასიანი მოწონება აქვს, არის ათასზე მეტი გამოხმაურებაც.

Sportall.Ge
"ახლა უკეთ უნდა ითამაშო მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც კევინი არ იქნება".

"ეს შენი ბრალი არ იყო, ეს იყო შემთხვევითობა".

"ზაზა, არ მიაქციო ყურადღება მოძულეებს. ყველამ, ვინც კი ეს ეპიზოდი ნახა, იცის, რომ შენ სრულიად უდანაშაულო ხარ ამაში".

"ყველაფერი რიგზეა, ზაზა, ეს ტრავმა გორტატის ბრალია".

"ყველაფერი კარგადაა, ზაზა. კევინ, მალე გამოჯანმრთელდი".

"წარმომიდგენია, რას გრძნობ, ზაზა. საუკეთესო, რასაც გააკეთებ, მეტი მოხსნა და დაფარებაა თამაშში. ჩვენ შენი იმედი გვაქვს".

"არა უშავს, ბიჭებო, ჩვენ კიდევ გვრჩება სამი "ოლ სტარი".

"ახლა ყველას უნდა დაუმტკიცო, რომ "გოლდენ სტეიტის" ფარის დაცვა შეგიძლია".

"ზაზა გამხნევდი, ჩვენ გვჭირდები იმისთვის, რომ მოედანზე იბრძოლო თანაგუნდელებისა და "გოლდენ სტეიტისთვის".

"სცადე, იატაკზე ასე იოლად აღარ დაებერტყო პატარა შეხებაზე, ცენტრში ჩვენ რკინის კაცი გვჭირდება".

"შენ რომ ასეთი "ფლოპი" არ იყო, ეს არასოდეს მოხდებოდა. კევინ, მალე გამოჯანმრთელდი", - წერენ ფანები, რომელთა კომენტარებში, ძირითადად, ზაზას და დურანტის გამამხნევებელი მესიჯებია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პოლიტიკაში არ წახვიდე,თორემ მთელი ცხოვრება მაგას წამოგაძახებენ!)))
dima
01:14 03-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული