ზაზა ფაჩულიამ "კლიპერსთან" მატჩში კარიერის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია 8-მატჩიანი იძულებითი პაუზის მერე "გოლდენ სტეიტს" "კლიპერსთან" მატჩში დაუბრუნდა. ჩვენებურმა, ტრადიციულად, სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 18 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 4 დაფარება, 1-1 პასი და ჩაჭრა მიითვალა 123:113 მოგებულ შეხვედრაში.

ზაზა ფაჩულია დაბრუნდა! - ყველაზე მეტი ბლოკი და გამარჯვება "კლიპერსთან" [VIDEO]

აღსანიშნავია, რომ ჩვენებურისთვის 4 დაფარება NBA-ს კარიერაში რეკორდული მიღწევაა. ფაჩულიას მიღწევა აქამდე 3 დაფარება იყო. მატჩში სამი ბლოკი ზაზამ ამერიკულ კარიერაში 11-ჯერ მიითვალა. ბოლოს ეს 4 იანვარს "პორტლენდთან" მატჩში მოხდა.

ფაჩულიას პერსონალური რეკორდები NBA-ში
წუთი: 54
"იუტა" (2012)
ქულა: 27 "ვაშინგტონი" (2007)
მოხსნა: 21 (2-ჯერ), ბოლოს "პორტლენდი" (2015)
პასი: 10 "მინესოტა" (2014)
ჩაჭრა: 5 (3-ჯერ), ბოლოს "საკრამენტო" (2016)
დაფარება: 4 "კლიპერსი" (2017)

მკითხველის კომენტარები / 2 /
asurbanifali-ს ვეთანხმები. არამარტო ამ შემთხვევაში, ზოგადად ჟურნალისტები აქ(სხვაგანაც)ისეთ უმნიშვნელო ფაქტს გადააქცევენდიდ მოვლენად, რომ აშკარად უხერხულია თავდ სპორტსმენისტვისაც და გულშემატკივრისთვისაც. მაგ. კაშიას წამოწყებული იერიში გოლით დამთავრდა!!! არადა სინამდვილეში კაშიამ საკუტარ საჯარიმოში მეორე მცველს უპასა და გოლი 10 წუთის მერე გავიდა. (კაშია მაგალითია,კაი ბიჭია ნამდვილად:)
სწორია
11:00 25-02-2017
0
პრაქტიკულად ტრიუმფია რა!....სირცხვილია, ნუ აგდებთ ამ ადამიანს უხერხულობაში და ხალხს ნუ ატყუებთ...
asurbanifali
08:34 25-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული