სტივ კერი: ადრე თუ გვიან, ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" სასტარტოს დაუბრუნდება

AutoSharing Option
24 თებერვალს, დილის რვის ნახევარზე "გოლდენ სტეიტ უორიორსი" "ყველა ვარსკვლავის" მატჩის შემდეგ პირველ შეხვედრას გამართავს, NBA-ს შარშანდელი ფინალისტი "კლიპერსს" მასპინძლობს.

დიდი ალბათობით, ამ მატჩში "უორიორსს" ტრავმამოშუშებული ზაზა ფაჩულია და დევიდ ვესტი დაუბრუნდებიან. კლუბმა ორივეს შეუცვალა სტატუსი - "ვერ ითამაშებს" ნაცვლად "საეჭვოა".

თუმცა თავად ფაჩულია ოპტიმისტურად არის განწყობილი. მან რეპორტიორებს ვარჯიშის შემდეგ განუცხადა, რომ თამაშისთვის მზად არის.

მაგრამ სტივ კერი არ არის დარწმუნებული, რომ ზაზა ეგრევე უნდა დაუბრუნდეს სასტარტოს:

"ჯერ ეს არ გადამიწყვეტია. პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდე, რომ ზაზა სრულიად გამოჯანმრთელდა.
თან, მნიშვნელობა აქვს, ითამაშებს თუ ვერა დევიდიც. ეს დომინოს ეფექტია.

საბოლოოდ, ზაზა დაუბრუნდება სასტარტოს, რადგან მე მომწონს ის როტაცია, რაც ზაზას და დევიდის ტრავმამდე იყო".

"გოლდენ სტეიტის" თავკაცს შეახსენეს, რომ სტატისტიკურად, "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავური ოთხეული ჯაველ მაკგისთან ერთად უკეთ თამაშობს, ვიდრე ზაზასთან ერთად:

"ზაზასაც კარგი მაჩვენებელი აქვს ამ ჯგუფთან. თან, ყველას რაღაც წვლილი შეაქვს საერთო საქმეში. ყოველთვის არ ვენდობი ციფრებს, შესაძლოა, სტატისტიკა მცდარიც გამოდგეს", - პასუხობს კერი.

მართლაც, "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეულმა (ზაზასთან ერთად) მეტოქეებს 508 წუთის განმავლობაში 254 ქულით აჯობა. ეს მაჩვენებელი კი NBA-ს წლევანდელ 90 სხვადასხვა შემადგენლობის ვარიანტში (სულ მცირე, 100 წუთი ერთად სეზონში) მეხუთე ადგილზეა ეფექტიანობით.

90 სხვადასხვა ვარიანტიდან პირველ ხუთეულში სამი ვარიანტია "გოლდენ სტეიტის" მონაწილეობით. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მეხუთე მოთამაშე, ვარსკვლავური ოთხეულის (კარი, ტომპსონი, გრინი, დურანტი) წყალობით, მეტოქეებს იოლად უმკლავდება.

NBA-ს საუკეთესო ხუთეულები ამ სეზონში:
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენ გვინდა საჩემპიონო ბეჭედი და გვჭირდება ჯანმრთლი ზაზა ევროპის ჩემპიონატზე
aburjga
21:39 23-02-2017
0
დავიჯერო კერის ამ სეზონის "შაქტინები" არ დაუთვლია?
ზაზა მარტო ორჯერ მოხვდა 2016/2017 წლის სეზონის შაქტინების ნომინაციაში და შაქილის "უსაყვარლესი" შაქტინების რეკორდცმენი მაკგიი კი ექვსჯერ თუ შვიდჯერ, ლამის ყოველი თვის ნომინანტია.
tanto
20:13 23-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული