"გოლდენ სტეიტის" დირექტორი: სეზონის ბოლომდე გაცვლები არ გვჭირდება

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" დირექტორმა ლარი ჰარისმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობით კმაყოფილია და გაცვლების ბოლო ვადამდე აქტიურობას არ აპირებს, თუმცა ტრეიდს ბოლომდე მაინც არ გამორიცხავს:

"ეს არ მოხდება ჩვენი ინიციატივით, თუმცა სატელეფონო ზარებს ვუპასუხებთ და ჩვენთვის საინტერესო წინადადებებს განვიხილავთ. ეს, ალბათ, უფრო სამგუნდიან გაცვლაში მონაწილეობა თუ იქნება", - განაცხადა ჰარისმა.

ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობდნენ, რომ "გოლდენ სტეიტი" ტრეიდს განახორციელებდა, რადგან ორი "მაღალი" - ზაზა ფაჩულია და დევიდ ვესტი ტრავმირებულები არიან, თუმცა ჰარისმა აღნიშნა, რომ ეს უკეთესიცაა გუნდისთვის, რადგან სხვა
კალათბურთელებსაც ეძლევათ თავის გამოჩენის საშუალება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია ტრავმირებულია და გუნდს 24 თებერვალს, "კლიპერსთან" საშინაო მატჩში დაუბრუნდება. ქართველის გუნდი 46-9 შედეგით NBA-ს რეგულარულ სეზონში პირველ ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული