ზაზა ფაჩულიას თამაში "ჩიკაგო ბულზის" წინააღმდეგ საეჭვოა

AutoSharing Option
rotoworld.com-ის ინფორმაციით, "გოლდენ სტეიტის" ცენტრ ზაზა ფაჩულიას ორშაბათს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, ხოლო მისი თამაში 9 თებერვალს "ჩიკაგო ბულზის" წინააღმდეგ ძალზე საეჭვოა.

"გოლდენ სტეიტისა" და "ჩიკაგო ბულზის" მატჩი ოკლენდში ჩვენი დროით 07:30 საათზე დაიწყება.

ფაჩულიამ მხრის ტრავმის გამო უკვე გამოტოვა სამი თამაში, მისი ადგილი კი "უორიორსის" სასტარტო შემადგენლობაში ჯაველ მაკგიმ დაიკავა, თუმცა მას სათამაშო დრო ცოტა ეძლევა, "უორიორსი" ფონს ძირითადად უცენტროდ გადის, ხოლო სათამაშო წუთები ანდრე იგუდალას მოემატა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული