თორნიკე შენგელიას გარეშე მოთამაშე "ბასკონიამ" ევროლიგაში "რეალთან" წააგო

AutoSharing Option
საკალათბურთო ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მარცხი იწვნია თორნიკე შენგელიას გუნდმა "ბასკონიამ", რომელმაც 3 თებერვალს საკუთარ მოედანზე მადრიდის "რეალს" უმასპინძლა.

თავად ქართველ ფორვარდს 21-ე ტურის შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია, რაც შეეხება მატჩს, ის თავიდანვე სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 79:71 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ვიტორიელებმა ტურნირზე ჩატარებული ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს - წინა ტურში "ბარსელონასთან".

"რეალი" ევროლიგის სატურნირო ცხრილის სათავეშია, თორნიკეს გუნდი კი მე-7 პოზიციას იკავებს და ტურნირზე მომდევნო მატჩს 9 თებერვალს, სტუმრად თელ-ავივში, "მაკაბისთან" გამართავს.

შენგელიას
მოედანზე დაბრუნებას თებერვლის ბოლოსთვის ვარაუდობენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული