ზაზა ფაჩულია: ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტის" ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა NBA-ს "ყველა ვარსკლავის მატჩისთვის" გამართულ გამოკითხვაში მხარდაჭერისთვის.

შეგახსენებთ, რომ "ოლ სტარის" გამოკითხვაში ფაჩულია გულშემატკივართა 1 528 941 ხმით დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ამის გამო ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა.

- NBA ALL STAR-ის ხმის მიცემის საბოლოო შედეგები ცნობილია

"ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე თითოეული თქვენგანისგან, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა.

ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა წარმომედგინა ჩემი ქვეყანა All Star-ზე, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდება, წინ ძალიან დიდი მიზნებია.

ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით", - დაწერა ფაჩულიამ ფეისბუქში თავის ოფიციალურ გვერდზე.
მკითხველის კომენტარები / 7 /
პუტინი და ჩაწყობა რა შუაშია ფაჩულიასთან ეს ვერ გავიგე ერთი თუ ეკუთვნის კაცს ხმების დათვლის შედეგად რა ჩაწყობაზეა საუბარი ისე დაგვეკიდა ერთ ადგილზე ეგ ამერიკა და მისი ნბა საერთოდაც არიქნება და საჭმელს არ შეჭამს ეხლა ჯავრისგან ფაჩულია. ეგრევე რა.ეგ კაცი იმითაც ამაყია რო ქართველია და მის ხალხს ესე უყვარს და მორჩა ყველაზე არამაქ საუბარი რათქმაუნდა.
quTaiseli
19:30 21-01-2017
0
ერთი მაგდა პაპიძე გაამართლე და ციხიდან გამოუშვი და ეხლა 27 იანვარს ჩააწყობ, ვაი შენს პატრონ პუტინს საცოდავს, შენი გადამკიდე. :)))))))))
მსქროლავ ხოფერიას
16:33 21-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული