ფაჩულიამ ერთ მომენტში უესტბრუკი დაჩაგრა, "გოლდენ სტეიტმა" "ოკლაჰომას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
19 იანვარს, დილით, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ოკლაჰომა" მიიღო და ანგარიშით 121:100 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საბოლოო ჯამში 18:56 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და ერთი ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ერთ მომენტში ზაზა ფაჩულიამ უხეშად ითამაშა რასელ უესტბრუკზე. როცა მიმდინარე სეზონის სამმაგების მეფე ბლოკს უვლიდა, მას ფაჩულია უხეშად დახვდა და ამასთან ერთად, მარცხენა ხელი მოუხვდა რასელის სახეზე.

ამის გამო ფაჩულიამ არასპორტული ფოლი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტამდე, უესტბრუკმა ფარქვეშ შესვლისას ზაზას იდაყვი ჩაარტყა.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულია რასელ უესტბრუკის წინააღმდეგ
Sportall.Ge

ყველაზე მეტი ქულა კევინ დურანტმა მოაგროვა, რომელმაც ყოფილ გუნდს 40 ქულა ჩაუგდო. ამასთან ერთად, დურანტმა 12 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. სტეფ კარიმ 24 ქულა ჩააგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა - 14.
იხილეთ ვიდეო: ფაჩულია, ტომპსონი და დურანტის ჩატენვა
Sportall.Ge

ასევე ორმაგი დუბლი გააკეთა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას პასი და დრეიმონდ გრინის ჩატენვა
Sportall.Ge

მოედნიდან არ გასულა სამმაგი დუბლის გარეშე რასელ უესტბრუკი, რომელმაც 27 ქულა, 13 პასი და 15 მოხსნა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ეს უესტბრუკისთვის 21-ე სამმაგი დუბლია მიმდინარე სეზონში. თუმცა ოკლაჰომელთა ლიდერმა ოკლენდელებთან მატჩში ბურთი 10-ჯერ დაკარგა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-ოკლაჰომა 121:100
Sportall.Ge

ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 36 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით ოკლენდელები NBA-ს ლიდერობენ.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 21 იანვარს, სტუმრად "ჰიუსტონთან" გამართავს. შეხვედრა ჩვენი დროით 05:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ვინც თამაშს უყურა, ნახავდა რომ მაგ ეპიზოდამდე რასელმა ზაზას იდაყვი ჩაარტყა.ჩარტყმის მომენტი მაშინაც ანახეს განმეორებით, როცა მსაჯები გადაწყვეტილებას იღებდნენ. ზაზა არავის მიმართ არ არის უმიზეზოდ აგრესიული, უბრალოდ თავი არ დააჩაგვრინა ))))
dato
15:50 19-01-2017
1
მე მგონი, არა თითქმის დარწმუნებული ვარ უესტბრუკმა ძალიან გააფორმა! ის ცდილობდა ზაზას მორალურად გაფუჭებას, ძალისმიერში, იდაყვიც კი ჩაარტყა, ამ ეპიზოდშიც ჯიქურ მიიტანა იერიში... სურათს დახედეთ, აბა მაგას მოედანზე რა უნდა დაუპირისპირო, ჩამოყალიბებული ნადირია! ზედმეტად ნუ ანერვიულდებით, ზაზამ იცის რაც უნდა გააკეთოს, ბოლოს და ბოლოს 14 წელია ნბა-შია!
არჩილ ხოფერია
15:31 19-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული