MVP შერმადინი - გიორგი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
ბოლო მატჩებში იმდენად ეფექტურად ირჯება გიორგი შერმადინი, რომ წინასწარ შეგვეძლო გვევარაუდა - იგი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდებოდა.

ჯერ "რეალთან" მატჩში 21 ქულა, 15 მოხსნა ჰქონდა (მარგი ქმედების კოეფიციენტი 41), მაგრამ MVP-ის წოდება რეალელმა გუსტავო აიონმა მიიღო (30 მქკ). გიორგი იმიტომ არ აღიარეს, რომ მისი გუნდი დამარცხდა (ოვერტაიმში).

ამჯერად კი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორამ" სევილიის "ბეტისი" გაანადგურა - 95:69. გიორგის მონაგარი ასეთი იყო: 26 წუთი, 22 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტი - 33. ამ
მოგებით "ანდორამ" პირველი წრე მერვე ადგილზე დაასრულა და სამეფო თასზე თამაშის საგზური მოიპოვა.

- გიორგი შერმადინის ეფექტური დუბლი და "ანდორა" სამეფო თასზე [VIDEO]

"ჩვენი გუნდი სანახაობრივ კალათბურთს თამაშობს და სასიამოვნოა, რომ შრომა დაგვიფასდა, ამ მოგებით თასზე თამაში გავინაღდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია "ანდორასა" და ანდორელებისთვის", - განუცხადა გიორგი შერმადინმა ესპანური ლიგის ოფიციალურ საიტს.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული