NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩისთვის გულშემატკივართა გამოკითხვა დასრულდა

AutoSharing Option
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის სასტარტო ხუთეულების არჩევა გულშემატკივრების მიერ დასრულდა. ხმის მიცემა, რომელიც ინტერნეტით მიმდინარეობდა, თბილისის დროით 17 იანვარს, 08:59 სთ-ზე შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ ფანების გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულიას 823 476 ხმა ჰქონდა, რაც დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის მეორე შედეგი იყო. ზაზა უახლოეს მდევარს თითქმის 200 ათასი ხმით უსწრებდა.

- ეს ზაზამაც კარგად იცის... NBA.COM "ოლ სტარში" ფაჩულიას შანსებს აფასებს
- NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგები: ზაზა ფაჩულია ისევ მეორეზეა!
- რეალურად რა შანსი აქვს ზაზა ფაჩულიას,
ითამაშოს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში


NBA-მ წესები შეცვალა და ახლა ფანების ხმებს მხოლოდ 50%-იანი ძალა აქვს, დანარჩენი კი, 25-25% მედიისა და თავად კალათბურთელების არჩევანზეა დამოკიდებული.

NBA-ს არ განუცხადებია, რომ უმალ გამოაქვეყნებს ფანების ხმის მიცემის შედეგებს. ცნობილია ის, რომ 19 იანვარს NBA გამოაქვეყნებს საბოლოო შედეგებს, ანუ ორივე გუნდის (აღმოსავლეთი და დასავლეთი) სასტარტო ხუთეულებს. საბოლოო შედეგებში კალათბურთელთა და მედიის ხმებიც იქნება დათვლილი.

NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება. 7-7 მოთამაშეს ვარსკვლავური გუნდების მთავარი მწვრთნელები თავად შეარჩევენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტრაპს უთქვამს - ამდენი ფერადკანიანი რა ამბავია, ზაზა ჩასვით სიაში, თორემ იმას გიზამთ, რაც ეხლა გაიფიქრეთო.. :)
ქუთაისელი
10:56 18-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული