bluemanhoop.com: სამი მიზეზი, რატომ უნდა ითამაშოს ზაზა ფაჩულიამ "ოლ სტარში"

AutoSharing Option
bluemanhoop.com აქვეყნებს სტატიას: "სამი მიზეზი, რატომ უნდა ითამაშოს ზაზა ფაჩულიამ "ოლ სტარში", რომელსაც აქვე გთავაზობთ:

ეს ზაზაა! - ფაჩულიას "კაშკაშა" მომენტები "გოლდენ სტეიტში" [VIDEO]

"NBA-ს "ოლ სტარის" მატჩი იმისთვის არის მოგონილი, რომ სეზონში ერთხელ მაინც ლიგის საუკეთესო კალათბურთელებმა გვერდიგვერდ ითამაშონ - სტეფ კარიმ, ლებრონ ჯეიმსმა, რასელ უესტბრუკმა და სხვებმა ერთი დღით მაინც გადადონ გვერდზე რეგულარული სეზონის ბატალიები და მაყურებელს შოუ ანახონ.

ფანები ირჩევენ საუკეთესოებს, ყველაზე ვარსკვლავურებს, მაგრამ, როგორც ადრე, ისე ახლა და მომავალშიც, ფანები ხმას აძლევენ ისეთ კანდიდატებს, რომელთაც მაინცდამაინც არ
დაუმსახურებიათ "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოხვედრა.

კობი ბრაიანტი ხმებს იღებდა იმის მიუხედავად, რომ ის უკვე აღარ იყო აქტიური კალათბურთელი. შესაძლოა, დუეინ უეიდი ვიხილოთ 2017 წლის შოუში, მაგრამ ის ამას ნამდვილად არ იმსახურებს, გაცილებით უფრო იმსახურებს ამას მისი თანაგუნდელი ჯიმი ბატლერი. 2011 წელს იაო მინმა "ყველა ვარსკვლავის" მატჩში საჭირო ხმები მიიღო, არადა, მან მხოლოდ 5 მატჩი ითამაშა სეზონში. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ეს ბიჭები ვარსკვლავები არიან (ან იყვნენ).

ახლა კი შევხედოთ ზაზა ფაჩულიას საკითხს. შარშან მხოლოდ ბოლოსღა გაუსწრო კავაი ლეონარდმა მას არჩევნებში მცირედით. წლეულს ზაზა კატეგორიაში მეორეა და მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დურანტს ჩამორჩება.

ფაჩულია "გოლდენ სტეიტისთვის" სოლიდური კალათბურთელი გახდა. ის ვერ აგროვებს ისეთ სტატისტიკას, როგორც დემარკუს კაზინსი, ის არ არის გუნდში საუკეთესო, როგორც მარკ გასოლი. ვერ ნახავთ ისეთს, ვისაც მართლა სჯერა, რომ ზაზა ამ ბიჭებზე მეტად იმსახურებს "ოლ სტარში" თამაშს.

სწორედ ამიტომ გამოიგონა NBA-მ მედიისა და კალათბურთელების ჩართულობა, თუმცა ჩვენ სამ მიზეზს შემოგთავაზებთ, რატომ უნდა დაუშვას NBA-მ ზაზას "ოლ სტარობა":

ფაჩულია NBA-ს მსოფლიო ელჩი
ზაზა ფაჩულია ხმებს "გოლდენ სტეიტის" ფანების წყალობით არ აგროვებს. დიახ, ისინი ეხმარებიან, მაგრამ ძირითადი ხმები ამერიკიდანაც კი არ მოდის. ზაზას მხარში უდგას 4,5-მილიონიანი სამშობლო, საქართველო. პატარა აღმოსავლეთევროპული ქვეყანა თურქეთსა და რუსეთს შორის. ისინი ერთიანი ძალით ცდილობენ ზაზას გაყვანას.

NBA-ს სურს, ეს საოცარი სახეობა მთელ მსოფლიოში განავითაროს, რაც მას ბოლო წლებში წარმატებით გამოსდის. უცხოური ქვეყნების ვარსკვლავები ბლომად თამაშობდნენ და თამაშობენ ამერიკაში: იაო მინი, დირკ ნოვიცკი, კრისტაპს პორზინგისი და სხვები. ახლა კი ფაჩულია, რომელიც ამ ბიჭების დონის კალათბურთელი არ არის, მაგრამ ორი წელია, ფანებს ის ძალიან სურთ "ოლ სტარში". ამიტომაც ზაზა ამ თამაშის მსოფლიო ელჩია.

ცენტრი ძალიან კარგად წარადგენს თავის ქვეყანაში NBA-ს. ეს კი მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომ ზაზამ ითამაშოს უმთავრეს შოუში. ფაჩულიას წარმატება გულს მისცემს ევროპელი კალათბურთელების ახალ ტალღას. წარმოიდგინეთ, ფაჩულიასა და პორზინგისის დაპირისპირება "ოლ სტარში" რას ნიშნავს ევროპელი ბავშვებისთვის.

დავტროლოთ "კლივლენდი"
19 ივნისის შემდეგ ყველამ, ვისაც "ტვიტერი" გააჩნია, ერთხელ მაინც დაწერა 3:1 ლიდერობის შესახებ, რომელიც "გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდთან" გაანიავა. კლივლენდს უყვარს შეხსენება, რომ ეს "გოლდენ სტეიტმა" წააგო ფინალი.

მაშ, რატომ არ უნდა "დაიტროლოს" ჩემპიონი გუნდის ფანები სამაგიეროს გადახდის მიზნით? 3:1-ის პასუხად - Zaza Pachulia #NBAVote. სხვათა შორის, ამაში "გოლდენ სტეიტის" ფანებს კრეატიულობას ვერ დაუწუნებ. ისინი და ქართველი ფანები ამ მხრივ კარგად მუშაობენ.

Sportall.Ge

და ამას აკეთებენ ორგანიზაციის ხელშეწყობის გარეშე, "გოლდენ სტეიტი" მხოლოდ 4 სუპერვარსკვლავის პრომოუშენს ხელმძღვანელობს.

ფაჩულიას კამპანია ძალიან ბუნებრივია - მისი ფანები, მისი ქვეყნის შვილები ყველაფერს აკეთებენ, რომ ზაზა "ოლ სტარში" მოხვდეს. ის არ არის საუკეთესო ცენტრი კალათბურთში და თუ ჩვენ "ოლ სტარს" საუკეთესოთა მატჩად ჩავთვლით, მისი ადგილი იქ არ არის, მაგრამ "ყველა ვარსკვლავის" მატჩი თავიდანვე შოუსთვის, გართობისა და ფანებისთვის იყო ჩაფიქრებული.

სამართლიანობა
შარშანდელის შემდეგ NBA-მ წესები შეცვალა. ადრიან ვოინაროვსკიმ კარგად აღწერა, რომ ამ შემთხვევაში, ფანების ხმებს საერთოდ აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მივიღეთ ის, რომ NBA აღარ ითვალისწინებს ფანების აზრს.

რეალურად ეს ცვლილება "ზაზას კანონია". NBA ამით ფანების სურვილს ბლოკავს. არ აქვს მნიშვნელობა რატომ, ფანებს სურთ ზაზა ფაჩულია "ოლ სტარის" მატჩში. ასე რომ არ იყოს, ის უბრალოდ ვერ მოხვდებოდა ლიდერთა შორის.

ვადასტურებ, რომ შარშან ძალიან ვღიზიანდებოდი, როცა ვხედავდი, რომ ზაზა გრინს უსწრებდა, მაგრამ ეს ფანების სურვილია. თუ ხალხს სურს ზაზა, უნდა მოიგოს ზაზამ.

NBA-ს ფანები იმსახურებენ, თავად აკონტროლონ არჩევნები. შესაძლოა, ეს სადღაც არასწორია, მაგრამ დამატებითი წინაღობებით სამართალი ვერ აღდგება. რატომ ვაძლევთ ასეთ დიდ მნიშვნელობას ამ არჩევნებს?

თუ ზაზა ფაჩულია მაინც ითამაშებს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში, მას მერე, რაც მას ბევრი წინაღობა დაახვედრეს, სწორედ ეს იქნება სამართლიანობის ზეიმი".
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ზაზას კანონი"....რა მაგრად ჟღერს! მარტო ამიტომ ღირდა მთელი ეს აქტიურობა.
golden state champion!!!!!!!!!
22:32 16-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული