ზუსტად როდის სრულდება NBA-ს "ოლ სტარის" სასტარტო ხუთეულების არჩევნები

AutoSharing Option
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის სასტარტო ხუთეულების არჩევა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ფანების გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულიას 823 476 ხმა აქვს, რაც დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის მეორე შედეგია.

ზაზა უახლოეს მდევარს თითქმის 200 ათასი ხმით უსწრებს.

შარშან ამ შედეგით ფაჩულია "ოლ სტარში" ითამაშებდა, მაგრამ NBA-მ წესები შეცვალა და ახლა ფანების ხმებს მხოლოდ 50%-იანი ძალა აქვს, დანარჩენი კი მედიასა და თავად კალათბურთელებზეა დამოკიდებული.

როდის სრულდება ფანების გამოკითხვა?
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" 2017 წლის შოუსთვის ფანების გამოკითხვა ორშაბათს, 16 იანვარს
სრულდება, აღმოსავლეთამერიკული დროით, 23:59-ზე. საქართველო 9 საათით წინ არის, ამიტომაც ჩვენთვის ხმის მიცემის პროცესი 17 იანვარს, დილის 08:59-ზე შეწყდება.

NBA-ს არ განუცხადებია, წინასწარ გამოცხადდება თუ არა ეს შედეგები მაშინვე. ნათქვამია, რომ 19 იანვარს NBA გამოაქვეყნებს საბოლოო შედეგებს, ანუ ორივე გუნდის (აღმოსავლეთი და დასავლეთი) სასტარტო ხუთეულებს. საბოლოო შედეგებში კალათბურთელთა და მედიის ხმებიც იქნება დათვლილი.

NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს ნიუ ორლეანში გაიმართება. 7-7 მოთამაშეს ვარსკვლავური გუნდების მთავარი მწვრთნელები თავად შეარჩევენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული