ეს ზაზამაც კარგად იცის... NBA.COM "ოლ სტარში" ფაჩულიას შანსებს აფასებს

AutoSharing Option
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის სტარტერთა ხმის მიცემის მეორე საშუალედო შედეგები ცნობილია - ზაზა ფაჩულიამ დასავლეთის ფორვარდთა შორის მეორე ადგილი განიმტკიცა.

- NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგები: ზაზა ფაჩულია ისევ მეორეზეა!
- რეალურად რა შანსი აქვს ზაზა ფაჩულიას, ითამაშოს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში

ამას NBA.COM სპეციალური სტატიით გამოეხმაურა:

"ზაზა ფაჩულიას ხმები ამჯერად 823 476-ს ითვლის. ეს კი 192 ათასით მეტია, ვიდრე "სან ანტონიოს" კავაი ლეონარდის მაჩვენებელი, ვინც მესამე ადგილზეა. ეს კიდევ თითქმის ორმაგია ერთი კვირის სხვაობასთან შედარებით - მაშინ ზაზა კავაის 98
ათასი ხმით უსწრებდა.

გასულ კვირასთან შედარებით, დასავლეთის კონფერენციის ფორვარდთა ათეულის მდგომარეობა არ შეცვლილა, მაგრამ ფაჩულიას ხმების ჯამი 87,3%-ით გაიზარდა.

ეს მაჩვენებელი კი, თუ აჩქარების მიხედვით დავახარისხებთ, მეოთხეა NBA-ში თავის კატეგორიაში. ზაზა მხოლოდ თანაგუნდელ დრეიმონდ გრინს (96%), ლამარკუს ოლდრიჯს (89%) და დემარკუს კაზინსს (87,4%) ჩამორჩება.

ფანების გამოკითხვა ორშაბათს 23:59-ზე სრულდება (აღმოსავლეთამერიკული დროით), "ოლ სტარის" ვარსკვლავები კი მხოლოდ 19 იანვარს გამოცხადდება, TNT-ის ლაივშოუში. ზუსტად ერთი თვის მერე კი ნიუ ორლეანში მატჩიც გაიმართება.

სტარტერებს ფანები, მედია და კალათბურთელები შეარჩევენ, ხოლო თითო გუნდში 7-7 სათადარიგოს უკვე მწვრთნელები დაასახალებენ.

არავინ აღარ დარდობს იმის გამო, რომ ფაჩულია, რომელიც საშუალოდ 5,5 ქულასა და 5,7 მოხსნას აკეთებს (18,4 წუთში), "ოლ სტარტის" სასტარტოში ადგილს რომელიმე ფორვარდს ან ცენტრს წაართმევს, ვინც თამაშს მასზე მეტად იმსახურებს.

შარშან ფაჩულიამ, რომელმაც ბევრი გუნდი მოიარა NBA-ში, 14 227 ხმა დააკლო მიზანს, ფორვარდებს შორის მე-4 ადგილზე გავიდა და "ოლ სტარი" ვერ ითამაშა.

წლეულს NBA სულ სხვანაირად ასახელებს "ყველა ვარსკვლავის" მონაწილეებს, მხოლოდ ფანების ხმები საკმარისი არ არის, მას 50%-იანი ძალა აქვს. 25-25% კი მედიასა და კალათბურთელების ხმებზეა დამოკიდებული.

ფაჩულიამ სამი მაჩვენებლიდან ორში მაინც უნდა აჩვენოს კარგი შედეგი, რომ უფრო დამსახურებული კალათბურთელი ამოაგდოს შემადგენლობიდან.

ეს თავად ზაზამაც კარგად იცის, მან ახლახან NBA TV-ის დენის სკოტს განუცხადა:

"მე ისედაც ვთავაშობ "ოლ სტარში", რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ოთხივე თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტის" სასტარტო შემადგენლობიდან ნიუ ორლეანში ითამაშებს. ასე რომ, "ოლ სტარში" ყოველდღე ისედაც ვთამაშობ", - გვითხრა ზაზამ სიცილით და ყურადღება "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავურ კვარტეტზე (კარი, ტომპსონი, დურანტი, გრინი) გაამახვილა.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ფაჩულია საკმაოდ პოპულარულია თანაგუნდელებში, მეტოქეებში და მედიაშიც კი. ასე რომ, ხმები მან აქაც შეიძლება მიიღოს.

ასევე მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ხმებზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება საგარეო ფაქტორმაც იქონიოს. მაგალითად, ზაზას სამშობლოში მთავარი ბანკი მოუწოდებს კლიენტებს, სწორედ მას დაუჭირონ მხარი"...
მკითხველის კომენტარები / 39 /
რა შუაშია სად ცხოვრობ და რა გაქ ნანახი? ან რა ჩაიხვიეთ ეს პატარა ერის კომპლექსი, კომპლექსი,კომპლექსი, ყველგან ეს სიტყვა ისმის, / მეც საზღვარგარეთ ვხოვრობ წლებია და არავისზე ნაკლები ქვეყნის შვილი არ ვარ, უფრო მეტიც, მეც უფრო მეტი წარმოდგენა მქონდა ევროპელზე, მაგრამ ძალიან შორს არიან ელემენტარული კულტურისგან, ყველა არა რათქმაუნდა , მაგრამ უმრავლესობა ასეა... რაც შეეხება ზაზას ჩვენია და ვუჩერთ მხარს, რა არი მერე ამაში ცუდი? ხმის მიცემის წესებიც ისეთია რო ნებისმიერს შეუძლია მიცეს ხმა, მაშინ გააუქმონ თუ არ მოწონთ და მწვრთნელებმა და თვითონ კალათბურთელებმა აირჩიონ... კომპლექსები ვისაც აწუხებს , თვითონ ის ადამიანები არიან დაკომპლექსებულები და თან ძალიან ბევრია ასეთი ....
Vasili
20:03 16-01-2017
0
ყველას, ვინც ასე აღტაცებით დაუჭირეთ მხარი ზაზას ანუ ვინც უანგაროდ მივეცით მხარი ერთმანეთს დიდ მადლობას გიხდით! ზაზას და ტქვენ გამო მეამაყება რომ ქართველი ვარ! მგონი ამერიკელი სპორტული კომენტატორი ზოგიერთ ჩვენს პრადვინუტ სამართლიანობის მოყვარულზე უფრო კარგად ჩაწვდა საქმი არსს! http://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/legionerebi/100241-bluemanhoopcom-sami-mizezi-ratom-unda-ithamashos-zaza-fachuliam-qol-starshiq.html წაიკითხეთ და გაუმჯობესდით!
არჩილ ხოფერია
19:08 16-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული