თორნიკე შენგელიას 13 ქულა "ბასკონიას" სტამბოლში მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას გუნდი "ბასკონია" ევროლიგის მე-17 ტურში სტამბოლს ესტუმრა და მანუჩარ მარკოიშვილის ყოფილ კლუბ "დარუშაფაკას" დაუპირისპირდა. 12 იანვარს გამართულ მატჩში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 98:89.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და ბასკებს დიდი სარგებელიც მოუტანა, თუმცა მისი 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი (26 წუთში) გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

"დარუშაფაკას" მოგება დიდწილად ლატვიელი დაირის ბერტანსის დამსახურებაა, რომელმაც 26
წუთში 29 ქულა ჩააგდო.

შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს კვლავ სტუმრად ჩაატარებს. 20 იანვარს ვიტორიელები პირეოსში "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ