სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ზაზა ფაჩულიას 8 ქულა, 6 მოხსნა და გამარჯვება "მაიამისთან" [VIDEO]
10:36 11-01-2017
11 იანვარს, დილით, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მომდევნო მატჩში "მაიამის" უმასპინძლა და ანგარიშით 107:95 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:41 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და ერთი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩაჭრა მოიპოვა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.
ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები "მაიამისთან"
Sportall.Ge

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28-28 ქულა კევინ დურანტმა და სტუმართა კალათბურთელმა ჰასან უაიტსაიდმა მოაგროვეს. ამასთან ერთად, უაიტსაიდმა 20 მოხსნაც მიითვალა.

სტეფ კარის ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე, მის ანგარიშზე 24 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა დაგროვდა.
სტეფ კარის შესანიშნავი პასი და ზაზა ფაჩულიას ჩაგდება
Sportall.Ge

ოკლენდელებს არ ჰყავდათ კლეი ტომპსონი, მისი ადგილი სასტარტოში კი პატრიკ მაკკოიმ დაიკავა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენს სტეიტი-მაიამი 107:95
Sportall.Ge

33 მოგებითა და 6 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ პირველია NBA-ში. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 13 იანვარს შინ "დეტროიტთან", ჩვენი დროით დილის 07:30 საათზე გამართავს.
ბუჯანგა
02:20 12-01-2017
ზაზას ახლა დიდი დატვირთვები არ ჭირდება...ვფიქრობ ფლეიოფებისათის შეინახოს თავი უკეთესია..იქ უკვე მოდუნების უფლება არ ექნება მეტი ენერგია და ძალა დაჭირდება..
irakli
23:04 11-01-2017
ზაზაზე არავინ დაობს რო ცუდიუ მოთამაშეა ზაზა არის კარგი მოთამაშე კაი კალათბურთელია ამდენი წელია ებიაიში თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ტყუილად არავინ აყვადა მე ვფიქრობ ებიაიში პირველია ზაზა თავის პოზიციაში ყველაფერს აკეთებს ბოლომდე იხარჯება ერთი მინუსი აქვს უჩირს ახთომა და ჩატენვა ეს არის მიზეზი