მოლდოვის მეკარე: ნუკრის ძლიერი თუ სუსტი მხარეები ჩვენს შემტევებს უფრო დააინტერესებთ

AutoSharing Option
მოლდოვის ნაკრების მეკარემ ილია ჩებანუმ საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებები ერთმანეთს 12 ნოემბერს "დინამო არენაზე" მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში შეხვდებიან.

- რა თქმა უნდა მთავარია დადებით შედეგს მივაღწიოთ, უფრო დაზუსტებით კი გავიმარჯვოთ.

- საქართველოს ნაკრების მეკარე თქვენი პარტნიორი იყო "მორდოვიაში". ამასთან დაკავშირებით სამწვრთნელო შტაბიდან არავინ შეგეხმიანათ რჩევისთვის? თქვენ ხომ მას კარგად იცნობთ?
- პირველ რიგში კარგია, რომ ნუკრი გამოჯანმრთელდა. მას რთული ტრავმა ჰქონდა, რომელიც ესპანეთის ნაკრებთან მატჩში მიიღო. მიხარია, რომ ის ნაკრებს დაუბრუნდა და ახლა ჯანმრთელადაა.

სამწვრთნელო შტაბიდან არავინ შემხიანებია, რომ ნუკრის ძლიერი თუ სუსტი მხარეები გაეგოთ. ვფიქრობ ჩვენი შემტევი ხაზის ბიჭები უფრო დაინტერესდებიან ამით.

ჩვენს ნაკრებს საერთო მიზანი აქვს - გამარჯვება, საქართველოს ნაკრებსაც ექნებათ მსგავსი მიზანი.

არ მგონია, რომ ამ მატჩში ვინმე კონკრეტული ფეხბურთელი უნდა გამოვყოთ, რადგან არც ერთ არ გვყავს ბეილის, იბრაჰიმოვიჩისა ან იოვეტიჩის დონის ფეხბურთელები.

ჩემი აზრით უნდა მოვემზადოთ ორგანიზებულ და ძლიერ გუნდთან სათამაშოდ. პირველ რიგში გუნდურ მოქმედებებში არ უნდა დავუთმოთ მათ.

მომზადებულია moldfootball.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული