ევრობასკეტი 2017. არაოფიციალური განთესვა: სად მოვკალათდებით?

AutoSharing Option
ყველაფერს თავისი დრო აქვს: ზაფხულში აქტუალური იყო შეკითხვა - გავალთ ევრობასკეტზე მეოთხედ? გავედით! ახლა ყველას აინტერესებს, ვინ იქნებიან ჩვენი მეტოქეები ჯგუფში. მანამდე კიდევ ერთი რამ უნდა გავარკვიოთ: რომელ კალათაში განითესება საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2017-ის წილისყრისას.

ოფიციალურად კალათებში გუნდების განაწილების შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, თუმცა, წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენც შეგვიძლია დაახლოებითი სურათის მიღება.

ერთ-ერთმა პოლონურმა საიტმა არაოფიციალური ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ იმ პრინციპებითაა შედგენილი, როგორითაც ევრობასკეტი 2015-ის წილისყრისას ხელმძღვანელობდნენ.

საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაშია, რუსეთთან, სლოვენიასთან და პოლონეთთან. ეს კი იმას
ნიშნავს, რომ ჩვენი მეოთხე ევრობასკეტი ჯგუფში სლოვენიის გარეშე ჩაივლის. შეგახსენებთ, რომ წინა სამ შემთხვევაში მეტოქედ სწორედ სლოვენიის ნაკრები გვყავდა და სამჯერვე დავმარცხდით.

კი დავწერეთ, კალათებში გუნდები წინა ევრობასკეტის წილისყრის პრინციპითაა განაწილებულიო, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს ერთი ნიუანსი: 2015 წელს ჯგუფური ეტაპის ოთხმა მასპინძელმა ოთხი მეგობარი ქვეყანა აირჩია. მაგალითად: საფრანგეთმა - ფინეთი, გერმანიამ - თურქეთი, ლატვიამ - ესტონეთი, ხოლო ხორვატიამ - სლოვენია.

ამბობენ, ამჯერადაც ექნებათ მასპინძლებს მეგობარი ქვეყნების არჩევის უფლებაო. ესეც არაოფიციალური ვერსიაა. თუმცა, თუ ევრო-2017-ის ოთხი ჯგუფის მასპინძლებმა, ფინეთმა, თურქეთმა, ისრაელმა და რუმინეთმა თითო ქვეყანა აირჩიეს, ეს კალათებში გუნდების განაწილების საქმეს (აქ წარმოდგენილ ვერსიას) არ აურევს - ვთქვათ, ისრაელმა საქართველო აირჩია, ასეთ შემთხვევაში მესამე და მეოთხე კალათას (სადაც ეს ორი გუნდია მოკალათებული) წილისყრისას გვერდს აუვლიან და დანარჩენი ოთხი კალათის გუნდებით შეივსება ისრელის ჯგუფი. ასევე იქნება ფინეთის, რუმინეთისა და თურქეთის ჯგუფებში.

მთავარი არ გამოგვრჩეს - წილისყრა 22 ნოემბერს გაიმართება.

ევრობასკეტი 2017-ის ფინალური ეტაპი 31 აგვისტოს დაიწყება და 17 სექტემბერს დასრულდება. გუნდები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფად გაიყოფა. პლეი ოფში თითო ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი გავა და ბრძოლას მერვედფინალიდან განაგრძობს. სწორედ ისე, როგორც 2015 წლის ევრობასკეტზე. გაისად პლეი ოფს თურქეთი უმასპინძლებს, ჩემპიონიც სწორედ სტამბოლში გამოვლინდება.

ევრობასკეტი 2017. არაოფიციალური განთესვა
I კალათა
ად. გუნდი ფიბა-ევროპის შეჯ. ადგ. მოგ/წაგ ფიბას შეჯ. ადგ.
1 ესპანეთი ევრობასკეტი 2015 1 7/2 ოლიმპიადა 3
2 ლიტვა ევრობასკეტი 2015 2 7/2 ოლიმპიადა 7
3 საფრანგეთი ევრობასკეტი 2015 3 8/1 ოლიმპიადა 6
4 სერბეთი ევრობასკეტი 2015 4 7/2 ოლიმპიადა 2

II კალათა
5 საბერძნეთი ევრობასკეტი 2015 5 7/1 ოლიმპ. საკვალიფიკაციო
6 იტალია ევრობასკეტი 2015 6 5/3 ოლიმპ. საკვალიფიკაციო
7 ჩეხეთი ევრობასკეტი 2015 7 5/4 ოლიმპ. საკვალიფიკაციო
8 ლატვია ევრობასკეტი 2015 8 4/5 ოლიმპ. საკვალიფიკაციო

III კალათა
9 ხორვატია ევრობასკეტი 2015 9 3/3 ოლიმპიადა 5
10 ისრაელი ევრობასკეტი 2015 10 3/3
11 თურქეთი ევრობასკეტი 2015 14 3/3 ოლიმპ. საკვალიფიკაციო
12 ფინეთი ევრობასკეტი 2015 16 2/4

IV კალათა
13 რუსეთი ევრობასკეტი 2017, შესარჩევი 1* 4/0
14 სლოვენია ევრობასკეტი 2017, შესარჩევი 1 4/0
15 უნგრეთი ევრობასკეტი 2017, შესარჩევი 1 4/0
16 საქართველო ევრობასკეტი 2017, შესარჩევი 1 3/1

V კალათა
17 გერმანია ევრობასკეტი 2017, შესარჩევი 1 3/1
18 ბელგია ევრობასკეტი 2017, შესარჩევი 1 3/1
19 პოლონეთი ევრობასკეტი 2017, შესარჩევი 1 3/1
20 ჩერნოგორია ევრობასკეტი 2017, შესარჩევი 2 3/1

VI ჯგუფი
21 ისლანდია ევრობასკეტი 2017, შესარჩევი 2 3/1
22 დიდი ბრიტანეთი ევრობასკეტი 2017, შესარჩევი 2 2/2
23 უკრაინა ევრობასკეტი 2017, შესარჩევი 2 2/2
24 რუმინეთი ევრობასკეტი 2015, შესარჩევი 26 4/2

* - იგულისხმება ადგილი ჯგუფში

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენ შანსი ყველასთან გვაქვს.მთავარია დაკარგვები მინიმუმამდე დაიყვანონ და არმოდუნდნენ როდესაც ცინ გავლენ 10 ქულით
giga
13:32 29-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული