ილიას ზუროსი: დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას მონტენეგროში ვეცდებით

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სლოვაკეთთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემიონატის შესარჩევ F ჯგუფში ბოლოსწინა, მეხუთე შეხვედრა თბილისში, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 96:68 სძლია.

- საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევში სლოვაკეთი მეორედ გაანადგურა

"როგორც ყოველთვის, დაწყება დღესაც გულშემატკივრისთვის მადლობის გადახდით მსურს. მადლობა გულშემატკივარს იმისთვის, რომ თბილისში თამაშისას მოედანზე 6 მოთამაშით ვართ. ამ გამარჯვებას სწორედ თქვენ გიძღვნით!

ეს ევრობასკეტის შესარჩევის შინ გამართული ბოლო მატჩი
იყო და მადლობას გიხდით ჟურნალისტებსაც. მთელი ამ ციკლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით და ამ მოპოვებულ გამარჯვებებში თქვენი დიდი წვლილიცაა შეტანილი.

მადლობას ვუხდი მოთამაშეებს, რომლებმაც დღევანდელი მატჩის მოსაგებად ყველაფერი გაიღეს. თუმცა წინ კიდევ ერთი მატჩი გვაქვს გასვლაზე მონტენეგროსთან, სადაც საბრძოლო განწყობით მივდივართ. ორი ძლიერი გუნდის დაპირისპირებისას გადამწყვეტ როლს დაცვა თამაშობს და ეს ასე იქნება ამ შეხვედრაშიც! ჩემი და მთელი გუნდის მიზანი ევრობასკეტზე მოხვედრაა. დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას მონტენეგროში ვეცდებით", - განაცხადა ზუროსმა.

დღეს ღამით საქართველოს ნაკრები მონტენეგროში გაემგზავრება, სადაც 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე F ჯგუფის ბოლო, მეექვსე შეხვედრას ჯგუფის ლიდერ მონტენეგროს ნაკრებთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ლევანი კახეტის-ს შენ არ მოგწონს?:)):)):))წარმატებები ბიჭებს,ჩვენი მორაგბეებივით ყოველთვის გულით იბრძვიან!გაიხარეთ ბიჭებო,ღმერთი თქვენთან!მადლობა იმ სიხარულისთვის რასაც გვჩუქნით,ავყია, ვითომ პროფესორა,კლავიატურის ლომები დ ა ი კ ი დ ე თ!!!
tazo
14:56 15-09-2016
0
მე მომწონს ჩვენი გუნდის თამაში, დასახვეწია ბევრი რამ, მაგრამ ჩვენმა გუნდმა მაგრად ითამაშა ყველა თამაში, ჩვენ არ გვყავს მესამე ცენტრი და არ გვაყავს სამქულიანების სპეციალისტი კალათბურთელი, ეს ნიშა თუ შეივსება ჩვენი გუნდი ევროპის ბევრ ძლიერ გუნდებს დაამარცხებს.
ხვიჩა
12:38 15-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული