საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ტირანაში ჩავიდა

AutoSharing Option
მონტენეგროსთან დასანანი მარცხის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ალბანეთში გაემგზავრა.

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი, რიგით მეოთხე მატჩი ილიას ზუროსის გუნდს ალბანეთის დედაქალაქში ელის.

ჯგუფისა და მთლიანად საკვალიფიკაციო ეტაპის აუტსაიდერი განწირულია, მიუხედავად იმისა, რომ შინაურ არენაზე, ტირანაში თამაშობს.

საქართველოს ნაკრები ტირანაში მონტენეგროსთან მატჩის დასრულებიდან 4 საათში გაემგზავრა.

სტამბოლის გავლით, ზუროსის გუნდი ტირანაში ჩაფრინდა და დილის 11 საათი იყო, სასტუმრო "როგნერში" რომ დაბინავდა. ილიას ზუროსის გუნდი სრული, 13-კაციანი შემადგენლობითაა და რომელ კალათბურთელს მოუწევს დასვენება, ამას თამაშის დღეს, 10 სექტემბერს გავიგებთ.

საქართველოს ნაკრებს მოთელვითი ხასიათის ვარჯიში დღეს აქვს დაგეგმილი, ხოლო 9 სექტემბრიდან ილიას ზუროსი ჩვეულ, სრულფასოვან წვრთნას განაახლებს და როგორც 10 სექტემბრის, ისე დარჩენილი კიდევ 2 მატჩისთვის მოემზადება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული