საქართველო VS ალბანეთი - სპორტის სასახლეში, თეთრი მაისურებით!

AutoSharing Option
ფოტო: GBF.GE
დღეს, 31 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაებმება. ილიას ზუროსის გუნდი F ჯგუფში სასტარტო შეხვედრას ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

ალბანეთის გარდა, ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები მონტენეგროსა და სლოვაკეთის ეროვნული გუნდები არიან.

- ილიას ზუროსისა და კალათბურთელების კომენტარები ალბანეთთან მატჩის წინ
- ალბანელთა მწვრთნელი: ქართველი კალათბურთელები თავისუფლად არ უნდა ვათამაშოთ

* * *
საქართველო-რუსეთის მატჩისას ტრიბუნების შემყურეს ერთი
ამბავი გამახსენდა: 2015 წლის ევრობასკეტზე სლოვენიის ნაკრების წარმომადგენლებმა ქართველებს უთხრეს - თეთრი ფორმები სახლში დაგვრჩა, არადა, მასპინძელს (სლოვენია ფორმალური მასპინძელი იყო) სწორედ თეთრი უნდა ეცვას, იქნებ თქვენ ჩაიცვათ თეთრი, ჩვენ კი მოედანზე მწვანეებით გამოვალთო. ეს ერთგვარი ხრიკი იყო - რადგან ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიელი გულშემატკივრები მწვანეებში იყვნენ გამოწყობილნი და კალათბურთელებსაც უნდოდათ, მწვანე მაისურით ეთამაშათ.

ეს ამბავი წლევანდელ აგვისტოს, იცით, რატომ გამახსენდა? - იმიტომ, რომ რუსეთის ნაკრებთან საქომაგოდ ქართველები არასათანადოდ მომზადებულები მივიდნენ - გაცილებით ბევრს ეცვა შავი ზედატანი, ვიდრე თეთრი ან წითელი. ალბანეთთან მატჩში კი შავისა და წითლის ჩაცმა, ფაქტობრივად, ალბანეთის ქომაგობას ნიშნავს. ამიტომ თამაშს დამატებითი ხიბლი რომ მივცეთ, იმ ფერის მაისურით მივიდეთ დარბაზში, როგორიც ჩვენს ნაკრებს ეცმევა - თეთრით.

მუხლის ტრავმის გამო სრულყოფილად ვერ ივარჯიშა მაიკლ დიქსონმა. მის შესახებ ნაკრების თავკაცს ვკითხეთ, რომელმაც მოკლედ მოგვიგო: შევხედავთ, თამაშის წინ როგორ მდგომარეობაში იქნებაო. ასე რომ, დიქსონის ალბანეთთან თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. მას სათადარიგო სკამთან მივაკითხეთ და მოვიკითხეთ. კიდევ ერთხელ გამოავლინა პოზიტიური ხასიათი: ყველაფერი კარგად იქნებაო, დაგვაიმედა.

საქართველოს ნაკრები
მოთამაშე პოზიცია სმ კლუბი
1. გიორგი შარაბიძე ცენტრი 208 ფენი-ინდუსტრი (მაკედონია)
2. ბესიკ ლეჟავა უკანახაზელი 192 ბათუმი (2015)
3. მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 აეკ (საბერძნეთი)
5. ლუკა ზაქრაძე უკანახაზელი 192 დინამო (2015)
6. ანატოლი ბოისა უკანახ/ფორვ. 196 ქუთაისი (2015)
7. ზაზა ფაჩულია ცენტრი 211 გოლდენ სტეიტი (NBA)
8. გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 რუანი (საფრანგეთი, 2015)
9. გიორგი შერმადინი ცენტრი 216 ანდორა (ესპანეთი)
10. დუდა სანაძე უკანახ/ფორვ. 196 სან დიეგო (შშ, 2015)
13. ვიქტორ სანიკიძე ფორვარდი 203 ტედ კოლეჯი (თურქეთი, 2015)
15. ბექა ბურჯანაძე ფორვარდი 203 ანდორა (ესპანეთი)
16. კახა ჯინჭარაძე უკანახ/ფორვ 192 მგზავრები (2015)
23. თორნიკე შენგელია ფორვარდი 207 ბასკონია (ესპანეთი)
33. ბექა ბექაური ფორვ/ცენტრი 208 ქუთაისი (2015)
მწვრთნელი: ილიას ზუროსი
თანაშემწეები: კოტე ტუღუში, ირაკლი ხოშტარია, იურიცა გოლემაცი, ტიხომირ ბუიანი, მილოშ გლიგორივიჩი

Sportall.Ge

წილისყრისას, ბოლო კალათიდან, შეიძლება ითქვას, საუკეთესო ვარიანტი გვერგო - ალბანეთი. თუმცა ალბანურ ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, მხოლოდ კლასით მეტოქეს ორივე მატჩს ვერ მოუგებ, ბრძოლა მაინც დაგვჭირდება.

ალბანეთის ნაკრები იმ გუნდების კატეგორიიდანაა, ახალი მთვარესავით რომ გამოანათებენ ხოლმე - ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში რეგულარული თამაშით თავს ვერ მოიწონებს. ალბანელებმა ბოლოს ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი 2012 წელს ითამაშეს. შედეგს ნუ იკითხავთ - 8 მატჩი, 8 წაგება.

ყველაზე ცნობილი ალბანელი კალათბურთელია ერმალ კუქო. მან კარიერა "ტირანაში" დაიწყო, შემდეგ "ფენერბაჰჩეში" აღმოჩნდა, ხოლო თამაშის დასახვეწად ორი წლით ამერიკის კოლეჯების ლიგაში გადავიდა. ევროპაში დაბრუნების შემდეგ კუქო "ვალენსიაშიც" გამოდიოდა, თუმცა კარიერის ძირითადი ნაწილი მაინც თურქეთის ჩემპიონატში აქვს გატარებული. ამ ქვეყნის ყველა ტოპ-კლუბი მოიარა. ერმალი ახლა 36 წლისაა, თუმცა ალბანეთისთვის მაინც დიდი ძალაა.

ალბანეთის ნაკრები
მოთამაშე პოზიცია სმ კლუბი
17. რობერტ შესტანი უკანახაზელი 187 კაზმა
5. რედი ვოგლი უკანახაზელი 190 ტირანა
6. ბესნიკ ბიბერაი ფორვარდი 200 დომინიონი (აშშ)
7. ალგერტ გიონაი უკანახაზელი 198 ტირანა
8. ბრუნო დალიუ ცენტრი 206 ტირანა
10. ერკანდ კარაი უკანახაზელი 188 კაზმა
11. გენტი ლასკუ უკანახაზელი 183 ტირანა
12. ერმალ კუქო ცენტრი 208 ტურკ ტელეკომი (თურქეთი)
13. კლაუდიო ნდოია ფორვარდი 203 მანტოვა (იტალია)
14. ენდრიტ ჰისანაგოლი ფორვარდი 201 პეია (კოსოვო)
15. გერტი შიმა ფორვარდი 202 პრიშტინა (კოსოვო)
17. ელვისი დუშა უკანახაზელი 188 პრიშტინა (კოსოვო)
20. ალექს კირკი ფორვარდი 196 პისტოია (იტალია)
რაშაუნ ბროდუსი უკანახაზელი 180 გორნიცა (პოლონეთი)
მწვრთნელი: ანტონის კონსტანტინიდესი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გიგა რას გვაშინებ ვერ გავიგე?? რაც არ იცი იმ თემებს რატო აკომენტარებ??? გამომივიდა ესეც კალათბურთის რუხი კარდინალი
0
თავში არ აგივარდეთ ბიჩებო აბანოში კარგად სჩანს შავი თეთრი
მოკვარულების ბეჭებზე ადადება და გნიასი არაქართული საქციელია




ტარიელი
15:36 01-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული