ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფიბა-ს რეიტინგში 47-ე ადგილზეა

AutoSharing Option
მსოფლიოს საკალათბურთო ორგანიზაცია ფიბა-მ რიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ქვეყნების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრები რიოს ოლიმპიადაზე არ მონაწილეობდა, მისი ადგილი რეიტინგში უცვლელი დარჩა.

საქართველოს ნაკრები ახალ რეიტინგში 14 ქულით 47-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო ევროპაში 21-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე უცვლელად აშშ-ის ნაკრებია, მეორეზე - ესპანეთი, ხოლო მესამეზე სერბეთის ნაკრები აღზევდა, რომელიც რიოს ოლიმპიადის ფინალში აშშ-სთან დამარცხდა.

აქვე გთავაზობთ საუკეთესო ოცეულს:

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ