ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის ოთხთა ტურნირი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პოლონეთში ოთხთა ტურნირში ჩაება. პირველ მატჩში ილიას ზუროსის გუნდი შვედეთს ეთამაშა და 60:73 დამარცხდა.

I ტაიმი საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ტრავმირებული თორნიკე შენგელიას გარეშე თამაშობდა, 33:38 წააგო.

მეორე ტაიმში აღარ უთამაშია მაიკ დიქსონს, რომელიც დაშავდა. მესამე მეოთხედი ჩვენმა ნაკრებმა 19:18 მოიგო, მაგრამ ბოლოში შვედების უპირატესობა აშკარა იყო და საბოლოოდ, 13-ქულიანი სხვაობით დავმარცხდით.

შეგახსენებთ, რომ ოთხთა ტურნირზე მონაწილეობენ მასპინძელი პოლონეთი და ბელგიაც. ამ გუნდების შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 58:55 დასრულდა და ახლა საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილისთვის მატჩში დღეს პოლნეთს დაუპირისპირდება.
ასევე დაგაინტერესებთ