საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის ოთხთა ტურნირი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პოლონეთში ოთხთა ტურნირში ჩაება. პირველ მატჩში ილიას ზუროსის გუნდი შვედეთს ეთამაშა და 60:73 დამარცხდა.

I ტაიმი საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ტრავმირებული თორნიკე შენგელიას გარეშე თამაშობდა, 33:38 წააგო.

მეორე ტაიმში აღარ უთამაშია მაიკ დიქსონს, რომელიც დაშავდა. მესამე მეოთხედი ჩვენმა ნაკრებმა 19:18 მოიგო, მაგრამ ბოლოში შვედების უპირატესობა აშკარა იყო და საბოლოოდ, 13-ქულიანი სხვაობით დავმარცხდით.

შეგახსენებთ, რომ ოთხთა ტურნირზე მონაწილეობენ მასპინძელი პოლონეთი და ბელგიაც. ამ გუნდების შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 58:55 დასრულდა და ახლა საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილისთვის მატჩში დღეს პოლნეთს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
არ გვსურს ქართველებს ურთიერთის ყურის გდება.მე ვარ და ჩემი ნაბადიო გავიძახით,სანამ არ ჩავისვრებით,ნებისმიერ საქმეში უთანადგომოდ,უერთიერთოდ,ერთ მუშტად შეუკვრელად. ვამბობდი, ენბეას მწვრთნელი გვესაჭიროვება, სერბზე არა ნაკლებ წარმატებული და მოლოდ ჩრდილო ამერიკულ ლიგიდან,თუნდაც მეორე მწვრთნელი, ამ ლიგის რომელიმე გუნდიდან,ან სერბი უნდა დაგვეტოვა,მომვალ ევრომდე გასვლამდე,მას ეს ეხერხებოდა,ქართული გუნდის სათანადოდ მომზადებით,გუნდში ,იმ დროისათვის არსებული ძალებით.ენბეაში სხვა სტილია თამაშის, და ჩვენ მოგვერგო, ასე თუ ისე შედეგის დადებით გარკვეულ მხოფლიოს,ევრო გუნდად ჩამოყალიბების ზღვრამდე მაინც.ზუროსის დანიშვნით, კოკოშკოვის მეთოდები მოვსრეთ,ერთი ხელის მოსმით.სიკეთისგან სიკეთეს მხოლოდ სულელი ეძებს ,დავივიწყეთ ქართველთა ქალხური ბრძნობა,კიდევ კარგია რომ რაგბში არ ჩავიდინეთ იგივე შეცდომა და გასაკვირიცაა ,რადგან ჩვენ რომ ავად ვართ-ე რ ო ვ ნ უ ლ ა დ, ნებისმიერი ნაბიჯის და რაც შემდგომში გამოუსწორებლად საშურია დ რ ო უ ლ ა დ ,ამ სწორი,ზოგჯერ ბეწვის ხიდზე ნაბიჯის გადადმისას.უვიცობის სენი გვჭირს,ბევრ შემთხვევაში მხოლოდღა ბედის ანაბარად, უჭკუოდ მინდობილებს,ამასაც წყალი არ გაუვა ფ ა ქ ტ ე ბ ი თ ა ა არაერთხელ მტკიცებული. ,ყველაფერში!!!უტვინობა,გაურჯელობა,ვერ გატანა,და მუქთად - მასვი მაჭამე მალხინე -გვჭირს,თანამდებობების ბლატით და ნათესავ ახლობლურ,მექრთამეობით კერფთაყვანისმცემლობით დაუძლურებულ ავად ყოფნაში ვიმყოფებით,საჩქაროდ სამკურნალონი !
Sebastian Chabal .France.
09:47 25-08-2016
0
იმედია ეგეთი თამაშები მოსამზადებელზე მორჩება და შესარჩევში წესიერად ვითამაშებთ.
giga
09:23 25-08-2016
0

სიახლეები პოპულარული