საქართველო VS უკრაინა - ტრადიცია არ უნდა დავარღვიოთ

AutoSharing Option
13 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები "თბილისის მერიის თასზე" მეორე შეხვედრას უკრაინასთან ჩაატარებს. მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდმა საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა გუშინ, 12 აგვისტოს, ჰოლანდიის ნაკრების დამარცხებით (77:66) დაიწყო, მანამდე გამართულ შეხვედრაში კი რუსეთმა უკრაინას მოუგო (82:67).

- მერიის თასი: საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიას 11 ქულის სხვაობით სძლია

დღეს, საქართველო-უკრაინის თამაშამდე, ერთმანეთს რუსეთისა და ჰოლანდიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი 17:30 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ
უკრაინის ნაკრები "თბილისის მერიის თასის" ყველაზე ხშირი სტუმარია. ყოველთვის კარგი გუნდით ჩამოდის, თუმცა ამ შეჯიბრებაში საქართველოსთვის ჯერ არ უჯობნია. იმედია, სასიამოვნო ტრადიცია წლეულსაც გაგრძელდება.

საქართველოს ნაკრები

მოთამაშე სმ პოზიცია კლუბი
გიორგი ცინცაძე 192 უკანახაზელი რუანი (საფრანგეთი, 2015)
მაიკლ დიქსონი 186 უკანახაზელი აეკ (საბერძნეთი)
დუდა სანაძე 196 უკანახ/ფორვ. სან დიეგო (აშშ, 2015)
ბესიკ ლეჟავა 192 უკანახაზელი ბათუმი (2015)
ლუკა ზაქრაძე 192 უკანახაზელი დინამო (2015)
ანატოლი ბოისა 196 უკანახ/ფორვ. ქუთაისი (2015)
კახა ჯინჭარაძე 192 უკანახ/ფორვ მგზავრები (2015)
თორნიკე შენგელია 207 ფორვარდი ბასკონია (ესპანეთი)
ვიქტორ სანიკიძე 203 ფორვარდი ტ. კოლეჯი (თურქეთი, 2015)
ბექა ბურჯანაძე 203 ფორვარდი ანდორა (ესპანეთი)
ზაზა ფაჩული 211 ცენტრი გოლდენ სტეიტი (NBA)
გიორგი შერმადინი 216 ცენტრი ანდორა (ესპანეთი)
გიორგი შარაბიძე 208 ცენტრი ფ.-ინდუსტრი (მაკედონია)
ბექა ბექაური 208 ფორვ/ცენტრი ქუთაისი (2015)
მწვრთნელი: ილიას ზუროსი
თანაშემწეები: კოტე ტუღუში, ირაკლი ხოშტარია, იურიცა გოლემაცი, ტიხომირ ბუიანი, მილოშ გლიგორივიჩი.

უკრაინის ნაკრები
მოთამაშე სმ პოზიცია კლუბი
კლიმ არტამონოვი 186 უკანახაზელი ჩერკასკი (უკრაინა)
დენის ლუკაშოვი 190 უკანახაზელი რიტასი (ლიტვა)
ოლექსანდრ მიშულია 192 უკანახაზელი დნიპრო (უკრაინა)
რუსლან ოტვერჩენკო 192 უკანახაზელი მანრესა (ესპანეთი)
ოლექსანდრ ლიპოვოი 200 უკანახაზელი დინამო (უკრაინა)
სერგიი გლადირი 196 ფორვარდი მონაკო (საფრანგეთის ჩ.)
დმიტრო გლიებოვი 198 ფორვარდი კრივბასი (უკრაინა)
მაქსიმ პუსტოზვონოვი 200 ფორვარდი უ-ბანკა (რუმინეთი)
მაქსიმ კორნიენკო 205 ფორვარდი ტორუნი (პოლონეთი)
კირილო ფესენკო 216 ცენტრი მონაკო (საფრანგეთის ჩ.)
არტიომ პუსტოვიი 216 ცენტრი რიო ნატურა (ესპანეთი)
ოლეკსეი პეჩეროვი 213 ცენტრი საგესი (ლიბანი)
მაკსიმ სანდული 207 ფორვარდი მანრესა (ესპანეთი)
ვიაჩესლავ კრავცოვი 211 ცენტრი სარაგოსა (ესპანეთი)
ვიაჩესლავ ბობროვი 201 ფორვარდი ქიმპერი (საფრანგეთი)
მწვრთნელი: ევგენ მურზინი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკრაინას არ მოუგოთ (ღმერთი არ გაგიწყრეთ, ალა ბოკერია) პუწინს ნუ გავახარებთ!
`gio
21:51 13-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული