აგვისტოში, თბილისის ტურნირზე: ჩვენ, რუსეთი, უკრაინა, ჰოლანდია!

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია: საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები აგვისტოში თბილისის ტურნირზე რუსეთს, უკრაინასა და ჰოლანდიას უმასპინძლებს.

ექსსაბჭოელებთან დაპირისპირებაზე რომ არაფერი ვთქვათ, მეტად პრინციპული იქნება საქართველოს ნაკრების ჰოლანდიასთან მატჩი. გაგახსენებთ, რომ "ნარინჯისფერებმა" 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე ყველასთვის მოულოდნელად, 73:72 დაგვამარცხეს...

თბილისის ტურნირი 12-14 აგვისტოს გაიმართება.

გარკვეულია ისიც, რომ ქართველები აგვისტოს დასაწყისში მოსკოვში ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებენ. 5-ში ბელორუსს დაეჭიდებიან, 6-ში - რუსეთს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიგა, რას ერჩი მშვენიერი შემადგენლობაა.
რობერტი
11:13 01-06-2016
0
მაგ ... გარდა დავიჯერო არავის უნდოდა ჩვენთან თამაში?????
giga
10:27 01-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული