სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
თბილისში "მერიის თასზე" სათამაშოდ რუსეთის ნაკრები ჩამოვა
13:24 19-02-2016
დღეს, 19 თებერვალს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრესკონფერენციო დარბაზში ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის წარდგენისას, ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ "მერიის თასზე" ჩვენი გუნდის მეტოქეებზე ისაუბრა.
დედაქალაქის "მერიის თასზე" საქართველოში სათამაშოდ ჰოლანდიის, მაკედონიისა და რუსეთის ეროვნული ნაკრებები ჩამოვლენ.

"მერიის თასი" ყოველი წლის აგვისტოში ტარდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ რიცხვებში ჩატარდება აღნიშნული შეხვედრები, თუმცა, როგორც ფედერაციის პრესსამსახურმა გვაცნობა, სავარაუდოდ, ტურნირი 12-14 აგვისტოს ჩატარდება.

შეგახსენებთ, 2014 წელს ტურნირის გამარჯვებული ჩვენი ნაკრები გახდა, 2015-ში კი ტიტული იტალიელებს დარჩათ.
x
10:17 27-04-2016
რა მაგრად გამოვიდა ვითიბი ლიგაში? ყოVაღ...
qutaiseli
13:24 21-02-2016
რა მნიშვნელობა აქ ტურნირზე ეთამაშები თუ ოფიციალურად თავმოყვარეობა ეგეთი გაგებით ყველა ვარიანტში გელახება ისე მაშვინ არც იტალიაში არუნდა გვეთამაშა რუსებთან ამხანაგური სადაც მაგრად წავაგეთ შეტენვა კიდე აქ არაფერ შუაშია შეტენილი მაშვინ ხარ ენგურჰეს რო აძლევ 45 წლით წაგებული ომის მერე აი მაშვინ ხარ შეტენილი თუ ხარ ხოლო როცა სპორტზეა საუბარი გამოდი ეთამაშე მოუგე და დაანახე რო მასზე ძლიერი ხარ ეგარი და ეგ.